aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

 ისრაელი გადადებს ,,რკინის გუმბათის'' განთავსებას მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
     ისრაელის ხელისუფლება აპირებს გადადოს ახალი ეროვნული რაკეტსაწინააღმდეგო დაცვის სისტემის ,,რკინის გუმბათის" (Iron Dome) განთავსება 2011 წლისათვის, იტყობინება Defense News თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. დღემდე იგეგმებოდა ამ სისტემის ამუშავება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ნოემბერში. განთავსების ვადის შეცვლის მიზეზად სახელდება იმ სამხედრო მოსამსახურეთა დამატებით მომზადების საჭიროება, რომლებმაც უნდა იმუშაონ ამ სისტემასთან.



     სავარაუდოდ ,,რკინის გუმბათი" მოქმედებაში შევა  2011 წლის პირველ კვარტალში. მანამდე კი სისტემის ყველა კომპონენტი შენახული იქნება BBC ერთ-ერთ ბაზაზე ისრაელის ცენტრალურ ნაწილში. აუცილებლობის შემთხევაში კი სისტემა ექსტერნად შეიძლება იქნას განთავსებული. პირველ ეტაპზე ბატარეა ,,რკინის გუმბათი" განთავსებული იქნება ღაზას სექტორის საზღვართან, მოგვიანებით კი ლიბანის საზღვრის გასწვრივ. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, იმისათვის რომ მთლიანად იქნას დაფარული ისრაელის სამხრეთ და ჩრდილოეთ რაიონები საჭირო იქნება 20 ბატარეა.


     ,,რკინის გუმბათის" ასეთი რაოდენობის ბატარეას წარმოებასა და განთავსებას დასჭირდება სულ მცირე მილიარდი შეკელი (262,2 მლრ. დოლარი). ამ თანხის ნაწილს აშშ გადაიხდის - 2010 წლის მაისის შუა რიცხვებში აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ  აცნობა ისრაელის ხელისუფლებას,რომ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაამტკიცა ტელ-ავივისათვის 250 მლნ. დოლარის გამოყოფა. ეს თანხები დახარჯული იქნება ,,რკინის გუმბათის" გასათავსებლად. აღნიშნული თანხა დამატებით იქნება გამოყოფილ იმ სამი მილიარდი დოლარის გარდა, რომელსაც აშშ ყოველწლიურად ურიცხავს ისრაელს სამხედრო დახმარების სახით.


      ,,რკინის გუმბათის" გამოცდის დასრულების შესახებ ცნობილი გახდა 2010 წლის ივლისის ბოლოს. მასში მონაწილეობას იღებდა: ტექნოლოგიებისა და შეიარაღების განვითარების მართვის (ADWTI) ისრაელის თავდაცვის სამინისტრო, BCC ქვეყნები და კომპანია Refael, რომელიც ამუშავებდა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას. ცდის დროს შესრულდა ისეთ სამიზნეების დაჭერა, როგორიცა იყო იმიტირებული უმართავი რაკეტები ,,კასსამ" (გამოიყენება ხამასის ბოევიკების მიერ ისრაელის ტერიტორიის დასაბომბად), აგრეთვე 122 მილიმეტრიანი რაკეტები ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემების ,,გრადი" და ,,კატიუშა". ისრაელის შეფასებით ხამასი ფლობს ასეთი ტიპის დაახლოებით 40000 რაკეტას.


     ,,რკინის გუმბათის" ერთი ბატარეას  შეუძლია უზრუნველყოს 150 კვ. კმ ფართობის მქონე რაიონის უსაფრთხოება. სისტემა უზრუნველყოფს 4 კმ-დან 70 კმ-მდე მანძილიდან გაშვებული რაკეტების ჩამოგდებას. ერთ ბატარეას სისტემის შემადგენლობაში შედის სამი გამშვები დანადგარი 20 რაკეტსაწინააღმდეგო Tamir, ცეცხლის მართვის ცენტრი და კომპანიის Elta Systems წარმოების  მრავალფუნქციური რადიოლოკაციური სადგური EL/M-2084.


     ,,რკინის გუმბათი" შეუძლია აღმოაჩინოს რეკატები, გამოთვალოს მათი ფრენისა ტრაექტორია და დაცემის ადგილი. თუ სისტემა დაადგენს რომ მტრის რაკეტა  დაეცემა ტერიტორიის დაუსახლებელ ადგილას,  მაშინ მაშინ რაკეტის გაშვების ბრძანება არ გაიცემა.
წყარო - lenta.ru

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_77.html
განათავსა - Legatuss | 09 ნოემ. 2010, 10:57 | ახალი ამბები »
 

"ისრაელი გადადებს ,,რკინის გუმბათის'' განთავსებას" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 26 აპრილი 2024
  • English Georgian