aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

 Moody’s-მა კიდევ ერთი ევროპული ქვეყნის საკრედიტი რეიტინგი შეამცირა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
პარასკევს, 4 ნოემბერს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა კვიპროსის საკრედიტო რეიტინგი „Baa1“-დან „Baa2“-მდე ნეგატიური პროგნოზით შეამცირა. როგორც Agence France-Presse იტყობინება, რეიტინგის შემცირება უკავშირდება არასტაბილურობას, რომელიც კუნძულოვანი სახელმწიფოს საბანკო სფეროში კვიპროსის ბანკების ბალანსებზე არსებული ბერძნული ვალების ჩამოწერის გამო შეიძლება წარმოიშვას.
განათავსა - Drakula | 07 ნოემ. 2011, 21:19 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 მერკელი: „ევროპას კრიზისის დასაძლევად მრავალი წელი დასჭირდება“ ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
ევროპას სავალო კრიზისის დასაძლევად მრავალი წელი დასჭირდება, განაცხადა შაბათს, 5 ნოემბერს, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. მისი თქმით, ვალები ათწლეულების განმავლობაში გროვდებოდა, ამიტომ კრიზიის დაძლევაც ერთი ხელის მოქნევით ვერ მოხერხდება. „მხოლოდ სადღაც ათ წელიწადში სიტუაცია არსებითად უკეთესობისკენ შეიცვლება“, - განაცხადა გერმანიის მთავრობის უფროსმა თავის ყოველკვირეულ ვიდეოგზავნილში.
განათავსა - Drakula | 07 ნოემ. 2011, 21:18 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 მიქაელიანი: მსო-ში გაწევრიანების პლუსები რუსეთისთვის მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაშია ნათელი მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
„ფინექსპერტიზისის“ გენერალური დირექტორის აგვან მიქაელიანის განცხადების თანახმად, „მსო-ში გაწევრიანების პლუსები რუსეთისთვის მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაშია ნათელი“.
განათავსა - Drakula | 07 ნოემ. 2011, 21:17 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველოში საბერძნეთის ტურისტულ ტურებზე მოთხოვნა არ არის საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საბერძნეთში მიმდინარე არეულობების ფონზე ტურისტული კომპანიები მომხმარებლებს დაბალი ფასებით ემსახურებიან. შედეგად გაიზარდა ტურისტული ნაკადი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან. საქართველო ამ თვალსაზრისით გამონაკლისს წარმოადგენს.
განათავსა - Drakula | 07 ნოემ. 2011, 21:16 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 გაბაშვილი: ივანიშვილი ახალი რეალობის შექმნას ცდილობს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს გიორგი გაბაშვილს მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში საერთოდ ვერ ერკვევა. „მისი დამცინავი განცხადება იმაზე, რომ „სააკაშვილის მისი საკუთარი დედაც არ მისცემს ხმას“, იმას მოწმობს, რომ მას პოლიტიკაზე არანაირი წარმოდგენა არა აქვს. ერთადერთი, რაშიც იგი ერკვევა, ისაა, რომ საქართველომ რუსეთთან ომი წამოიწყო და ემბარგო ჩვენი ბრალია“, - განაცხადა გაბაშვილმა პირველი არხის ეთერში.
განათავსა - Drakula | 07 ნოემ. 2011, 20:39 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 NASA: დედამიწისკენ 400 მეტრის დიამეტრის მქონე ასტეროიდი მოფრინავს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
დაახლოებით 400 მეტრის დიამეტრის მქონე ასტეროიდი დედამიწას უახლოვდება, იტყობინება “GHN“. სამშაბათს, 8 ნოემბერს, ასტეროიდი ჩვენი პლანეტიდან 323 ათას 469 კილომეტრის მანძილზე ჩაიქროლებს - ეს ნაკლებია, ვიდრე მანძილი დედამიწიდან მთვარემდე პერიგეაში.
განათავსა - Drakula | 07 ნოემ. 2011, 20:37 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 კოვზანაძე: ლარის კურსის გამყარება მათზე აისახა, ვინც ხელფასს ვალუტაში იღებს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საქართველოში ზაფხულიდან ინფლაციის დონე მცირდება. ოქტომბერში კი ინფლაციის მაჩვენებელი ყველაზე მინიმალური - 2.3% იყო.
განათავსა - Drakula | 07 ნოემ. 2011, 20:33 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ვინ ლიდერობს პორტირების კამპანიაში? საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
პორტირება ითვალისწინებს კავშირგაბლულობის კომპანიის ოპერატორის შეცვლას ნომრის შეცვლის გარეშე. „მაგთის“ განცხადებით, პორტირების კამპანიაში ყველაზე წარმატებულია კომპანია „მაგთიკომის“ ბრენდი „ბანი“. ეს განცხადება გაკეთდა იმის ფონზე, რომ პორტირების დაწყებიდან თვეების განმავლობაში ლიდერობას „ჯეოსელი“ იკავებდა.
განათავსა - Drakula | 07 ნოემ. 2011, 20:30 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ილია II: „ქვეყნის ყველა ფასეულობა და სიმდიდრე რომ შევკრიბოთ, ერთ ადამიანად არ ღირსის საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
გუშინ, 6 ნოემბერს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ჩაატარა ქადაგება ადამიანის მნიშვნელოვნობის შესახებ და თქვა, რომ მთელი ქვეყნის ფასეულობა და სიმდიდრე რომ შევკრიბოთ, ერთ ადამიანად არ ღირს ის.
განათავსა - Drakula | 07 ნოემ. 2011, 20:28 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 პოლონეთში 1.5 მლნ ბოთლი ქართული ღვინო გაიგზავნება ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
მომავალ წელს საქართველოდან პოლონურ ბაზარზე 1.5 მლნ ბოთლი ღვინო იქნება ექსპორტირებული. ამის შესახებ განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ ვარშავაში ჩატარებული „ქართული დღეების“ შეფასების მსვლელობაში.
განათავსა - Drakula | 07 ნოემ. 2011, 20:27 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 08 ივნისი 2024
  • English Georgian