| გილაური: 2012 წლის სექტემბრიდან პენსიონერები დაზღვევას მიიღებენ | | ბიზნესი და ეკონომიკა |
ოთხშაბათს, 9 ნოემბერს, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთან და შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ანდრია ურუშაძესთან შეხვედრაზე მომავალ ზაფხულში საპენსიო პაკეტის კიდევ ერთხელ გადახედვის აუცილებლობის შესახებ განაცხადა. „პენსიონერები საზოგადოების ყველაზე დამსახურებული და ყველაზე დაუცველი ნაწილია და მათთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სამედიცინო მომსახურებების ხელმისაწვდომობაა. ისინი შიმშილისაგან არ უნდა კვდებოდნენ და მათ შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, შვილიშვილებს კანფეტები მაინც უყიდონ, ამასთან, მათ რაიმე უნდა რჩებოდეთ, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, თუ პენსიონერი მარტო ცხოვრობს და კომუნალური მომსახურებებისთვის გადახდა უწევს. მომავალი წლის ზაფხულში ჩვენ შევიკრიბებით და საპენსიო პაკეტს გადავხედავთ, მსოფლიო ტენდენციებისა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2011, 19:25 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| „ბილაინი“ საქართველოში მეოთხე თაობის ინტერნეტს ტესტავს | | საქართველოს ამბები |
კომპანია „მობიტელმა“, რომელიც საქართველოში „ბილაინის“ სავაჭრო ნიშნის ქვეშ მუშაობს, საქართველოში პირველად წარმოადგინა მე-4 თაობის ინტერნეტი (4G), რომელიც LTE (Long term Evaluation) ტექნოლოგიის ბაზაზე ფუნქციონირებს.
კომპანიის სათაო თბილისის ოფისის ინფორმაციით, პრეზენტაცია კურორტ ბაკურიანში ინოვაციური ტექნოლოგიუების სპეციალურად მომზადებულ სადემონსტრაციო ზონაში შედგა. კომპანიაში აღნიშნეს, რომ რეგიონში საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც მე-4 თაობის ინტერნეტის (4G) ტესტირება განხორციელდება.
|
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2011, 19:24 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| მსოფლიოში „უცოლშვილოთა ერები“ გაჩნდება | | მსოფლიოს ამბები |
დედამიწის მოსახლეობამ შვიდი მილიარდის ზღვარს მიაღწია, თუმცა დემოგრაფები მაინც უკმაყოფილები არიან. მათი თქმით, უახლოეს ათწლეულებში პლანეტაზე „უცოლშვილოთა ერები“ გაჩნდება. ბოლო წლებში მსოფლიოში ქალების რეკორდულად დაბალი რაოდენობა იბადება. ამის შესახებ წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის მოსახლეობა ზრდას აგრძელებს, ახალშობილი ბიჭებისა და გოგონების თანაფარდობა სულაც არაა უკანასკნელთა სასარგებლოდ. ეს მრავალ დემოგრაფს აღელვებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქალების უკმარისობამ უახლოეს ათწლეულებში შესაძლოა კაცობრიობაზე არანაკლებ საგრძნობი გავლენა მოახდინოს, ვიდრე გლობალურმა დათბობამ. საშუალოდ მსოფლიოში მდედრობითი სქესის ყოველ 100 ჩვილ ბავშვზე 104-106 ბიჭი მოდის. მეცნიერთა თქმით, ის ქვეყნები, სადაც ყოველწლიურად უფრო მეტი გოგონა იბადება, ვიდრე ბიჭი, უბრალოდ გამონაკლისებია, რომლებიც წესებს ადასტურებს.
|
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2011, 19:22 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|