სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ და ადგილობრივ ვალუტაში B+-დან BB--მდე გაზარდა, განაცხადა დღეს, 15 დეკემბერს, თბილისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა. მისი თქმით, ქვეყნის არაუზრუნველყოფილი ვალის რეიტინგი ასევე B+-დან BB--მდე გაიზარდა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მსოფლიო რეკორდი დამყარდა. ადამიანი-მაგნიტის სხეულს (ასე ეძახიან 41 წლის აზერბაიჯანელ ეტიბარ ელჩიევს) 106 კგ ლითონი მიეკრო, იუწყება “GHN“.
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა ხუთშაბათს, 15 დეკემბერს, წარმოადგინა ანგარიში 2011 წელს განხორციელებული სამუშაოს შესახებ და განაცხადა, რომ ამ პერიოდში ქვეყანაში 520 კილომეტრი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდა და გაყვანილ იქნა 30 კილომეტრი ახალი ცემენტ-ბეტონის გზა.
დედოფლისწყაროში, დალის ხეობაში პალეონთოლოგებმა 9-10 მილიონი წლით დათარიღებული ცხოველების ეშვები აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, ნამარხებში მასტოდონტის სრული ჩონჩხი არის შენახული. ნაშთებს შესწავლის მიზნით ეროვნულ მუზეუმში გააგზავნიან.
მაიამიში ააშენებენ ელიტურ საცხოვრებელ კომპლექსს პარკინგებით ბინებში. ამის შესახებ ნათქვამია კომპანია Moscow Sotheby’s International Realty-ის შეტყობინებაში. 36-სართულიანი „პორშეს კოშკის“ მშენებლობა ქალაქის ხელისუფლებებმა დეკემბერში მოიწონეს. კოშკი დეველოპური კომპანია Dezer Propertiesr-ისა და Porsche Design Group-ის ერთობლივი პროექტია.
ევროპის სტატისტიკურმა სააგენტომ (ევროსტატმა) გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც ცხოვრების ყველაზე მაღალი დონის მქონე ევროკავშირის ქვეყნების რეიტინგში პირველი ადგილი ლუქსემბურგმა დაიკავა, მას მოსდევს დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ნიდერლანდები და ავსტრია. ამის შესახებ იტყობინება გაზეთი Telegraph.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა სტრასბურგში გალა-სადილს, რომელიც ევროპარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან პოლონეთის რესპუბლიკის წასვლას მიეძღვნა. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის დაჩქარებაში პოლონეთის უდიდეს როლს ხაზი გაუსვა. სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ თამამად საუბარი პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა დაიწყო, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ გააგრძელა.