| კაიროში არეულობების შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა | | World News |
ბოლო მონაცემებით, ეგვიპტის დედაქალაქის ცენტრში მთავრობის შენობასთან დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 255 - დაშავდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა. ამავდროულად, ადგილობრივი კლინიკების ექიმთა მონაცემებით, დაშავებულთა რიცხვმა 500 ადამიანს გადააჭარბა. ამასთან, მრავალს ნატყვიარი ჭრილობები აქვს.
|
Posted by Drakula | 21 Dec 2011, 18:36 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More... |
|
| ფიდელ კასტრო გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა | | World News |
კუბის რევოლუციის ლიდერი ფიდელ კასტრო გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა როგორც „ადამიანი, რომლის მოკვლას ყველაზე მეტჯერ აპირებდნენ“, იტყობინება ადგილობრივი მასმედია. როგორც ინტერნეტ-პორტალ „კუბადებატემ“ აღნიშნა, 2006 წლისთვის ლეგენდარული კომანდანტეს მკვლელობის 638 მცდელობა იყო დაფიქსირებული, ამასთან, მათი ძირითადი მასის ორგანიზატორი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო გახლდათ.
|
Posted by Drakula | 21 Dec 2011, 18:35 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More... |
|
|