aspurcela.ge
უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

Search in All Topics
All Topics
       ქართული(Georgian)

     

Search on:     

Search Results

All Stories



 „Huawei” საქართველოს მონაცემთა უახლოეს ცენტრსა და 200 სპეციალურ კომპიუტერს გადასცემს Georgian News  Georgian News 
ქართულმა მხარემ ჩინურ IT-კომპანია „Huawei“-სთან მემორანდუმი გააფორმა, რომლის შესაბამისადაც კომპანია საქართველოს მონაცემთა უახლოეს ცენტრსა და სპეციალური ტექნოლოგიით მომუშავე 200 კომპიუტერს გადასცემს. საჩუქრის ღირებულება 370 000 დოლარს შეადგენს.
Posted by Drakula | 29 Dec 2011, 23:44 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More...
 
 რუსეთის სსს: საქართველოს დიპლომატებს უეცრად კითხვა დაავიწყდათ Georgian News  Georgian News 
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ მათი კოლეგები საქართველოდან კითხვასთან დაკავშირებულ სირთულეებს განიცდიან, იუწყება “GHN“. „ოფიციალური თბილისის მცდელობებმა, საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ რუსულ-ქართული შეთანხმების არსი დაემახინჯებინა, ბოლო დროს მთლად ექსტრავაგანტური ხასიათი მიიღო. შეთანხმების ერთ-ერთმა უშუალო შემმუშავებელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ს. კაპანაძემ განაცხადა, რომ ამ დოკუმენტში ვერ ხედავს ისეთ ტერმინებს, როგორებიცაა „საბაჟო ტერმინალი“ და „საბაჟო დეკლარაცია“, რომლებსაც ცოტახნისწინდელ ბრიფინგზე რუსეთის სსს-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ა.კ. ლუკაშევიჩმა ახსენა“, - აღნიშნულია რუსული საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში.
Posted by Drakula | 29 Dec 2011, 23:43 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 შემდეგი წლის პრიორიტეტად კვლავ მოსახლეობის დასაქმება რჩება Business & Economics  Business & Economics 
ყაზახეთთან ერთად საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებმა რეიტინგი გაუზარდეს. ამის შესახებ გუშინ, 27 დეკემბერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა. მინისტრმა საზოგადოებრიობას მიმდინარე წლის უკვე განხორციელებული პროექტები და მომდევნო წელს განსახორციელებელი პროექტები წარუდგინა.
Posted by Drakula | 29 Dec 2011, 23:42 | 1 comment | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 კვაჭანტირაძე: საქართველოში ტურისტული გარემო მკვეთრად გაუმჯობესდა Georgian News  Georgian News 
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, 2011 წელს ტურისტული გარემო მკვეთრად გაუმჯობესდა.
Posted by Drakula | 29 Dec 2011, 23:42 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 თბილისში წლის ყველაზე ნეგატიურ პროექტად კომუნალური გადასახადების გაერთიანება დასახელდა Georgian News  Georgian News 
რომელია მიმდინარე წელს თბილისის ხელისუფლებების მიერ მიღებული ყველაზე პოზიტიური და ნეგატიური გადაწყვეტილება? ამ საკითხის გასარკვევად commersant.ge-მა ექსპერტთა გამოკითხვა ჩაატარა. ექსპერტთა უმრავლესობამ ყველაზე შედეგიან პროექტად დაასახელა „იაფი პროდუქტი თქვენს კვარტალში“. პროექტი 18 დეკემბრიდან ხორციელდება. მთელ დედაქალაქში ყოველ კვირას 9.00-დან 15.00 საათამდე ეწყობა ბაზრები და მომხმარებლებს პროდუქციას შედარებით ხელსაყრელ ფასად სთავაზობენ. ამას გარდა, პოზიტიურ პროექტებად დასახელდა აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია და გმირთა მოედანზე ესტაკადის აშენება.
Posted by Drakula | 27 Dec 2011, 22:27 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 ნუგზარ წიკლაური: პუტინის დესპოტიზმისა და იმპერიალიზმის რეჟიმმა რუსეთი დეგრადაციამდე მიიყვანა Georgian News  Georgian News 
საქართველო საბჭოთა კავშირში, კომუნისტურ ჭაობსა და კომუნისტურ გაუგებრობაში აღარასდროს დაბრუნდება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ნუგზარ წიკლაურმა, იტყობინება „GHN“.
Posted by Drakula | 27 Dec 2011, 22:27 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 80 მლნ დოლარმა Nokia Epson-თან შეარიგა World News  World News 
კომპანია Nokiaსასამართლოებიდან უკან იხმობს სარჩლებს პრინტერების, სკანერებისა და ელექტრონული კომპონენტების მწარმოებელ Seiko Epson-ის წინააღმდეგ მას მერე, რაც იაპონური კომპანია მისთვის 80 მილიონი დოლარის გადახდას დათანხმდა, გადმოსცემს Bloomberg. Seiko Epson-ის საიტზე შეტყობინებაში ნათქვამია, რომ კომპანია კვლავ არ ეთანხმება Nokia-ის პრეტენზიებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კომპენსაციის გადახდას დათანხმდა, რათა სასამართლოს ხარჯები არ გასწიოს და ბიზნესისთვის მიყენებული ზიანის მინიმიზაცია მოხდინოს.
Posted by Drakula | 27 Dec 2011, 22:26 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More...
 
 ნოდარ ხადური: ერთ-ერთი ყველაზე დადებითი მოვლენა ინფლაციის დაძლევაა Business & Economics  Business & Economics 
ეკონომიკის ექსპერტები 2011 წლის დადებით და უარყოფით მოვლენებს ასახელებენ.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ხადური რადიო „კომერსანტის“ რადიოს პირდაპირ ეთერში წლის დადებით ეკონომიკურ მოვლენად ინფლაციის დაძლევას ასახელებს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და ეს დადებითად აისახება ინვესტიციებზე.
Posted by Drakula | 27 Dec 2011, 22:26 | 1 comment | ეკონომიკა | Score: 1.33 | Read More...
 
 გაბაშვილი: ივანიშვილმა რესპუბლიკელები და ალასანიას პარტია „გააქრო“ Georgian News  Georgian News 
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის აზრით, რესპუბლიკური პარტია და ირაკლი ალასანიას პარტია აღარ არსებობენ. „ეს პარტიები დამოუკიდებელთა სახით გაქრა. საზოგადოებაზე მათი ზეგავლენის გაზომვა შეუძლებელი ხდება. უკვე აღარც რესპუბლიკელები და აღარც ალასანიას პარტია არსებობენ. მათი ყველა ხმა ივანიშვილის ფაქტორმა „გააქრო“, რომელმაც, როგორც ჩანს, გასაგებად აუხსნა ამ პარტიებს, ვინ არის პატრონი. ამ პოლიტიკურ ძალებს ქართულ პოლიტიკაში დამოუკიდებელი ხმის ქონის შესაძლებლობა აღარ ექნებათ. ივანიშვილის ფუნქცია კი კონსოლიდაციის მიხედვით მისი საფულე გახლავთ“, - განაცხადა გაბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
Posted by Drakula | 27 Dec 2011, 22:25 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 Mercer: თბილისში ცხოვრების ყველაზე დაბალი დონეა ევროპაში Georgian News  Georgian News 
ევროპის ქალაქებს შორის ცხოვრების ყველაზე დაბალი დონე თბილისშა. ასეთია ადამიანური რესურსების გამოკვლევის გლობალურ კომპანია Mercer-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგები. კომპანიის მონაცემების თანახმად, ევროპაში და მსოფლიოში მთლიანობაში ცხოვრების ყველაზე მაღალი დონე ვენაშია. მეორე და მესამე ადგილებზეა ციურიხი და მიუნჰენი. შემდეგი სიაში დიუსელდორფი, ფრანკფურტი, ჟენევა, ბერნი და კომპენჰაგენია. პირველ ოცეულში ასევე მოხვდნენ ამსტერდამი, ნამბურგი, ბერლინი, ლუქსემბურგი, სტოკჰოლმი, ბრიუსელი, ნიურნბერგი, დუბლინი და პარიზი.
Posted by Drakula | 27 Dec 2011, 22:25 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
« Prev  1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ...237  Next »
Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 18 April 2024
  • English Georgian