საქართველო-ევროკავშირის პირველი სამუშაო შეხვედრა ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ექსპერტთა დონეზე 2012 წლის იანვარში გაიმართება. ამის შესახებ დღეს, 12 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ შეატყობინა.
კომპოზიტორ ჯემალ ბაღაშვილის თქმით, ქვეყანაში წონასწორობისთვის ყოველთვის უნდა არსებობდეს ერთი ძლიერი ოპოზიციური ძალა და იგი ბიძინა ივანიშვილისა და მისი მოძრაობის სახით გაჩნდა.
ფსოუს, როკისა და ლარსის სავაჭრო დერეფნებში როგორც ელექტრონული, ისე ფიზიკური მონიტორინგი განხორციელდება. ამის შესახებ დღეს, 12 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
საქართველოში ე. წ. ნომენკლატურული კაპიტალიზმი დამკვიდრდა, დარწმუნებულია ბიძინა ივანიშვილი, იტყობინება “GHN“. „ქვეყანაში ე. წ. ნომენკლატურული კაპიტალიზმი დამკვიდრდა, რაც ბიზნესის სრულ ლოიალურობას, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ხელისუფლებაში მის სრულ ინტეგრაციას გულისხმობს“, - თქვა ივანიშვილმა მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე.
რუსული წარმოშობის ჰოლივუდელმა ვარსკვლავმა მილა იოვოვიჩმა თავის Twitter-ში დაწერა, რომ რუსეთში მომიტინგეთა გამოსვლებს მხარს უჭერს, იუწყება “GHN“. „სალამი! სიყვარულსა და საუკეთესო სურვილებს ვუგზავნი ყველას, ვინც რუსეთში საკუთარი უფლებებისთვის იბრძვის! სამწუხაროა, რომ თქვენთან ერთად არა ვარ. ჰოჰო!“, - დაწერა ვარსკვლავმა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები არ არის ექს-პრემიერ ნოღაიდელის პარტია, უბრალოდ რომ ადგე და წახვიდე, მიაჩნია საქართველოს სპორტის მინისტრს ლადო ვარძელაშვილს, იუწყება “GHN“.
საქართველოში მიმდინარე წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სიდიდემ, წინასწარი მონაცემებით, 266 მილიონი დოლარი შეადგინა, იტყობინება “GHN“.
მიუხედავად თავდაპირველი წარმატებისა, 2003 წლის ვარდების რევოლუციამ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის იმედები არ გაამართლა, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა თბილისის ფილარმონიაში საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე, იტყობინება “GHN“.