ბიძინა ივანიშვილმა უნდა გაითვალისწინოს, რომ პოლიტიკური ძალები, რომლებიც მის კოალიციაში შევლენ, შეიძლება მისი პირველი ოპონენტები გახდნენ, მიაჩნია ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთ ლიდერს ლევან ვეფხვაძეს, იტყობინება “GHN“. „ჩვენ ამგვარი კოალიციები უახლოესი წარსულიდან გვახსოვს. 2003 წელს ეს პარტიები გაერთიანებული იყო ერთი კონკრეტული ლოკომოტივის გარშემო, რომელსაც მაშინ მიხეილ სააკაშვილი ერქვა, ახლა კი მას ბიძინა ივანიშვილი ჰქვია“, - თქვა ვეფხვაძემ.
ვლადიმირ პუტინის რეიტინგის დაცემის ფონზე, რუსეთის ხელისუფლებები ახალი ფსევდო ცივი ომის დაწყებას ცდილობენ, მიაჩნია საქართველოს ვიცე-პრემიერს გიორგი ბარამიძეს, იუწყება “GHN“. რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშების სიტყვებზე კომენტარის გაკეთებისას, მან აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლებათა წარმომადგენლებს ჩვევად გაუხდათ სულელული განცხადებების კეთება.
ივანიშვილის ფინანსურმა რესურსებმა შეიძლება არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი, არამედ ქვეყნის ეკონომიკაც გაანადგუროს, მიაჩნია სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის თავმჯდომარეს ზურაბ ჯაფარიძეს, იტყობინება “GHN“. ამის შესახებ მან განაცხადა კომენტარის გაკეთებისას საამომრჩევლო კანონმდებლობაში ცვლილებეთან დაკავშირებით, რომლებიც გუშინ, 13 დეკემბერს, პირველ სხდომაზე პარლამენტის ფინანსურ კომიტეტში განიხილეს.
საერთაშორისო რეიტინგში „Paying Taxes 2012“, გადასახადების გადახდის სიმარტივის მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 22 პოზიციით წინ წაიწია და 183 ქვეყანას შორის 39-ე ადგილი დაიკავა.
2012 წლის ბიუჯეტი დაბალანსებული და ჯანსაღია. ამის შესახებ დღეს, 14 დეკემბერს, სამთავრობო სხდომაზე განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა. ამის შესახებ ნათქვამია 2012 წლის პრიორიტეტებში.
სატელევიზიო რეკლამაზე ყველაზე მეტი ფული კომპანია „პროქტერ ენდ გემბელმა“ დახარჯა - ასეთი მონაცემებია წარმოდგენილი ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მოხსენებაში, რომელიც „AGB-საქართველოს“ ინფორმაციაზე მინიშნებით არის მომზადებული.
გერმანულმა სამართალდამცავებმა ქვეყნის დასავლეთში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში 100 გველი, 70 კუ და 20 ბაყაყი აღმოაჩინეს, რომლებიც, სავარაუდოდ, კონტრაბანდას წარმოადგენს, გადმოსცემს ტელეკომპანია CNN.
კომპანია Samsung-მა მობილური ტელეფონების წლიური გაყიდვების მიხედვით რეკორდი დაამყარა - ნოემბრის ბოლოსთვის მაღაზიებში 300 მილიონზე მეტი მობილური ტელეფონი გადაიტვირთა. ამის შესახებ იტყობინება Reuters. კომპანიამ ამ სიმბოლური მაჩვენებლის გადალახვა თავის ისტორიაში პირველად შეძლო.
პოლიტოლოგ გიორგი სატაროვს მიაჩნია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პატიოსანი ჩატარების შემთხვევაში პრემიერი ვლადიმირ პუტინი შეიძლება ხმის მიცემის მეორე ტურშიც კი არ გადავიდეს, იუწყება “GHN“.