საქართველოს მთავრობამ იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტის პროფიციტულ შესრულებას მიაღწია. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა განუცხადა.
მაისში ფრანგული მუსიკალური არხის - „MEZZO“-ს ეთერში სამი თაობის ქართველი პიანისტები დაუკრავენ. ამის შესახებ სამთავრობო სხდომის დასრულებისთანავე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ განაცხადა.
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 500 მლნ დოლარს გამოუყოფს. როგორც დღევანდელ სამთავრობო სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, აღნიშნული თანხა წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციას მოხმარდება.
სინოპტიკოსები აღმოსავლეთ საქართველოში თოვლს ელოდებიან, ამის შესახებ ცნობებს გვაწვდის საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს პროგნოზირების ცენტრის ხელღვანელი სვეტლანა ნიორაძე.