თბილისის მერი გიგი უგულავა აზიის ქვეყნების მერთა ფორუმში მონაწილეობს, რომელიც სტამბულში ტარდება. ღონისძიების მიზანია კონფერენციის მონაწილე ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.
ძალიან ხშირად რევოლუციები ენთუზიაზმით იწყება, მაგრამ ცრემლით მთავრდება, მიაჩნია ცნობილ ფინანსისტსა და საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელს ჯორჯ სოროსს, იტყობინება “GHN“.
2011 წლის ზაფხულში იაპონური ავტომწარმოებლები 11 მარტს მომხდარი მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილი ენერგორესურსების დეფიციტის გამო ელექტროენერგიის ეკონომიისათვის რიგი ზომების მიღებას აპირებენ.
ბულგარეთი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს უჭერს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ბულგარეთის სახალხო კრების წარმომადგენელთან ცეცკი ცაჩევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
უკიდურესად დაძაბულ შეხვედრაში, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა თბილისის, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე დაამარცხა ხორვატიის ნაკრები ანგარიშით 1:0
მალე სოციალურ ქსელ Facebook-ზე გაჩნდება ახალი ფუნქცია „შეკითხვები“, რომელიც სოციალური ქსელის მონაწილეებს მეგობრებისათვის რჩევების კითხვის საშუალებას მისცემს. ამის შესახენ „ლენტა.რუ“ - ს რედაქციაში შესულ პრეს-რელიზშია ნათქვამი.
ბოლო ინფრომაციის თანახმად მიანმაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფრომაციას "გაზეტა.რუ" სააგენტო «Reuters-ის» წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მსოფლიოში ცნობილი ჰიპერმარკეტების ბრენდი Carrefour საქართველოში შემოვა. რადიო ,,კომერსანტის" ცნობით, კომპანიის პირველი ობიექტი განთავსდება თბილისის უმსხვილეს სავაჭრო ცენტრში ,,რაკია აპტაუნში", რომელიც მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში გაიხსნება.
საქართველო გზების მშენებლობის გერმანულ ტექნოლოგიებს აითვისებს. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი ბერლინში ჩქაროსნულ გზატკეცილზე გზის საფარის გამოცვლის პროცესს გაეცნო.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა კოალიციის ძალებს შეწყვიტონ სამხედრო ოპერაცია ლიბიაში. მოკავშირეების მიერ განხორციელებულ საჰაერო დაბომბვებს სამინისტროში უწოდეს ,,ძალის განურჩევლად გამოყენება".