aspurcela.ge logo

Anonymous · Sign in ·  Register  
About us - Forums - Contact us
Powered by aspurcela.ge

English Georgian
Products - Sevices
Contact us
ტრენინგ ცენტრი ნიუ გენი

Address:
ყაზბეგის 26 (მეტრო დელისთან).


თბილისი



Contact Information
ბუღალტერიის კურსი. თეორია + oris + სტაჟირება  -  08.09.2018
Place Of Origin: ალ. ყაზბეგის 26
Brand Name: ნიუ გენი
Posted on: 08.09.2018
Description: ბუღალტერიის კურსი. თეორია + ORIS + სტაჟირება

ტრენინგ ცენტრი „ნიუ გენი“ გთავაზობთ ბუღალტერიის 3-თვიან კურსებს.
პროგრამა ითვალისწინებს ბუღალტერიის შესწავლას საწყისი საფეხურიდან. კურსი მოიცავს როგორც ბუღალტრულ აღწერას, ასევე საგადასახადო საქმის საკვანძო საკითხებს, გადასახადის სახეებს, ვადებს, დაანგარიშებას და დეკლარირებას ახალი ესტონური მოდელით.

კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს:
• ვინც იწყებს ბუღალტერიის შესწავლას საწყისი საფეხურიდან
• ვისაც გაქვთ გარკვეული შეხება ბუღალტერიასთან და გსურთ ცოდნის გაღრმავება
კურსის განმავლობაში მიიღებთ სასწავლო მასალებს.

კურსი შედგება 3 ეტაპისაგან:
• თეორიული ნაწილი
• კომპიუტერული ბუღალტერიის პროგრამა ORIS
• პრაქტიკული ნაწილი (სტაჟირება)

თეორიული ნაწილი მოიცავს:
• შესავალი: რა არის ბუღალტრული აღრიცხვა; ბასს; ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები
• ანგარიშთა გეგმა
• სალაროს ოპერაციები
• ბანკის ოპერაციები
• მოთხოვნების აღრიცხვა
• სავაჭრო კრედიტორული ვალდებულებების აღრიცხვა
• საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვა
• სასესხო ვალდებულებების აღრიცხვა
• სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა
• უკანდაბრუნებული საქონლის აღრიცხვა
• რეალიზაციისა და დღგ-ს კორექტირება
• წარმოების პროცესის აღრიცხვა
• პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა
• კურსთაშორისი სხვაობები
• საწესდებო კაპიტალის აღრიცხვა
• შემოსვლებისა და ხარჯების აღრიცხვა
• ხელფასთან დაკავშირებული ოპერაციები
• იჯარის აღრიცხვა
• საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიმოხილვა და ძირითადი ასპექტები
• ფინანსური შედეგის (მოგება-ზარალის) გაანგარიშება
• საცდელი ბალანსის შედგენა

კომპიუტერული ბუღალტერიის ORIS-ის კურსი მოიცავს:
• ORIS-ის ინსტალაცია
• ახალი ორგანიზაციის შექმნა
• საოპერაციო და ანალიზური პერიოდები
• ანგარიშთა გეგმა და სასტარტო ნაშთების დასმა
• საბუღალტრო გატარებები
• დოკუმენტაციის შექმნა (სალაროს გასავლის ორდერი, სალაროს შემოსავლის ორდერი, საგადასახადო დავალება, სასაქონლო ზედნადები)
• ხელფასის დაანგარიშება, ხელფასის დარიცხვის გატარებები
• ძირითადი საშუალებების მიღება, სასტარტო ნაშთებში დასმა, ცვეთის დარიცხვა; პაკეტური კორექტირება
• სამეურნეო ოპერაციები
• მოგება-ზარალი
• საცდელი ბალანსი
• ასლის აღება/აღდგენა

პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი
პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი ითვალისწინებს კონკრეტული ორგანიზაციის დოკუმენტებთან მუშაობას, ბუღალტერიის წარმოებას შემდგომი ანგარიშების გადახურვითა და საგადასახადო დეკლარაციების შევსებით ელექტრონულად rs.ge-ზე. სტაჟირების გავლა შეუძლიათ პირებს, რომლებსაც აქვთ თეორიული განათლება ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლებში და ფლობს ORIS-ის პროგრამას. ასევე დამწყებ ბუღალტრებს, ვისაც აქვთ სურვილი გაიღრმავოს პროფესიული ცოდნის დონე.

კურსი მოიცავს:
• ორგანიზაციის შექმნა
• სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერების შექმნა. სალაროს დამუშავება
• ბანკის ამონაწერის დამუშავება
• სასაქონლო ზედნადებისა და ანგარიშ-ფაქტურის შექმნა ელექტრონულად rs.ge-ზე.
• ხელფასის უწყისის შექმნა
• ყოველთვიური დეკლარციების (საშემოსავლოს, განაცემთა ინფორმაციის, დღგ-ს) შევსება-ჩაბარება ელექტრონულად rs.ge-ზე.
• ყოველწლიური დეკლარციების (მოგების, ქონების) შევსება-ჩაბარება ელექტრონულად rs.ge-ზე.
• დარიცხული წლიური საავანსო გდასახადებისა და ზარალის გადატანის მეთოდები
ბუღალტრული აღრიცხვა იწარმოებს ORIS-ის პროგრამაში და საგადასახადო აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა rs.ge-ზე.
აღნიშნული კურსის გავლის შემდგომ თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად განახორციელოთ მოქმედი კომპანიების საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვა.

კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე. მეცადინეობა ტარდება კვირაში 3-ჯერ ჯგუფებში (2-5 კაცი) და ინდივიდუალურად. ლექციის ხანგრძლივობა - 1 სთ.

სრული კურსის ღირებულება:
• სრული კურსი: ჯგუფი - 450 ლარი ( 36 ლექცია)
• სრული კურსი: ინდივიდუალური - 600 ლარი ( 36 ლექცია)
შესაძლებელია კურსის ცალკეული ნაწილის გავლა:
• თეორიული კურსი: ჯგუფი-200ლარი; ინდივიდუალური-250 ლარი (14 ლექცია)
• ORIS-ის კურსი: ჯგუფი-100 ლარი; ინდივიდუალური-120 ლარი (10 ლექცია)
• სტაჟირება: ჯუგი-180 ლარი; ინდივიდუალური-230 (12 ლექცია)

კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.
კურსს გაუძღვება ACCA-ს კურსდამთავრებული, მოქმედი მთავარი ბუღალტერი.

მის: ყაზბეგის 26 I კორპ. I სართ. ( დელისის მეტროსთან).
ტელ: 214 90 50; 595 40 47 48; 551 40 42 40
ელ.ფოსტა:newgen.ge@gmail.com
Price: 450 ლ.
Other Products\Services in this Category

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

Copyright © 2007-2009 All rights reserved. Terms of use. Privacy policy.
Spambot Killer | Site Map

[News Feed] [Forums Feed] [Downloads Feed] [Web Links Feed]

All Rights Reserved.