aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: თბილისში წლის ყველაზე ნეგატიურ პროექტად კომუნალური გადასახადების გაერთიანება დასახელდა Georgian News  Georgian News 
რომელია მიმდინარე წელს თბილისის ხელისუფლებების მიერ მიღებული ყველაზე პოზიტიური და ნეგატიური გადაწყვეტილება? ამ საკითხის გასარკვევად commersant.ge-მა ექსპერტთა გამოკითხვა ჩაატარა. ექსპერტთა უმრავლესობამ ყველაზე შედეგიან პროექტად დაასახელა „იაფი პროდუქტი თქვენს კვარტალში“. პროექტი 18 დეკემბრიდან ხორციელდება. მთელ დედაქალაქში ყოველ კვირას 9.00-დან 15.00 საათამდე ეწყობა ბაზრები და მომხმარებლებს პროდუქციას შედარებით ხელსაყრელ ფასად სთავაზობენ. ამას გარდა, პოზიტიურ პროექტებად დასახელდა აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია და გმირთა მოედანზე ესტაკადის აშენება.



ამავდროულად, commersant.geშეეცადა მერიის მიერ განხორციელებული ნეგატიური პროექტებიც დაედგინა. გამოკითხულთა უმრავლესობა ასეთ პროექტად კომუნალური გადასახადების გაერთიანება დასახელდა. „ნეგატიური რეიტინგის“ მეორე ადგილზე „1000 ფარდულის პროექტი“, ხოლო მესამეზე - დაურეგულირებელი პარკირება აღმოჩნდა.


გამოკითხვის შედეგებზე კომენტარის გაკეთება commersant.ge-მა დათო ოქიტაშვილს სთხოვა. მისი თქმით, თბილისის მოსახლეობისათვის წელს ყველაზე უარყოფითი ცვლილება კომუნალური გადასახადების გაერთიანება იყო. „ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომლებსაც ამ ცვლილებამ პრობლემები შეუქმნა. ჩემს მეზობელს ფულიც კი შევუგროვეთ, რამდენადაც მას გაზრდილი გადასახადების გადახდის შესაძლებლობა არ ჰქონდა და იძულებული იყო, საერთოდ გაეთიშა ელექტროენერგია“, - განაცხადა ოქიტაშვილმა.


შეგახსენებთ: 1 ივლისიდან ამოქმედებული კანონით დედაქალაქის მოსახლეობამ ქალაქის დასუფთავების გადასახადი დახარჯული ელექტროენერგიის შესაბამისად უნდა გადაიხადოს.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4224.html
Posted by Drakula | 27 Dec 2011, 22:27 | News »
 

"საზოგადოება: თბილისში წლის ყველაზე ნეგატიურ პროექტად კომუნალური გადასახადების გაერთიანება დასახელდა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 18 April 2024
  • English Georgian