aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: „ოქროს პერგამენტი“ ნომინაციაში წლის პოლიტიკოსი საქართველოში ირაკლი ალასანიას გადაეცა Georgian News  Georgian News 
გუშინ, 24 დეკემბერს, თბილისში კომპანია „ბაგრატიონის“ დარბაზში ყოველწლიურ პრემია „ოქროს პერგამენტის“ გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ნომინაციაში „წლის პოლიტიკოსი“ ჯილდო „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს ირაკლი ალასანიას გადაეცა, იტყობინება “GHN“. „ოქროს პერგამენტი - 2011“-ის ლაურეატები შემდეგ ნომინაციებში დასახელდნენ: წლის ადამიანი, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, ხელოვნების მოღვაწე, ჟურნალისტი, სპორტსმენი, წლის პროექტი, კომპანია, ბრენდი, კომუნიკატორი, უცხოური კომპანია და „ოქროს ლაურეატის“ საპატიო ლაურეატი.



გამარჯვებულები არჩეულ იქნნენ გამოკვლევის საფუძველზე, რომელიც საკონსულტაციო ჯგუფ „GCG“-მა საინფორმაციო სააგენტო „GHN“-ის მხარდაჭერით ჩატარდა. სულ 2986 რესპონდენტი გამოიკითხა. გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდებოდა და მასში ყველა სოციალური ფენის ადამიანები მონაწილეობდნენ.


„ჩვენ შევეცადეთ საქართველოს, ფაქტობრივად, ყველა რეგიონის ხალხი გამოგვეკითხა. გამოიყო, ფაქტობრივად, ყველა ასაკობრივი კატეგორიისა და სოციალური ფენის ასაკობრივი ჯგუფი. ერთადერთი ნომინაცია, რომელშიც გამოკითხულებს თავისი რჩეულის დასახელება თავისუფალ რეჟიმში შეეძლოთ, „წლის ადამიანი“ იყო. სხვა ნომინაციებში ანკეტაში წარმოდგენილები იყვნენ წინასწარი რეიტინგით არჩეული კანდიდატები“, - თქვა „GHN“-ის დირექტორმა გოჩა მირცხულავამ.


მისი თქმით, რესპონდენტთა რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა: თბილისი - 42%, კახეთი - 9%, ქვემო ქართლი - 7%. შიდა ქართლი - 6%, იმერეთი - 10%, სამეგრელო - 10%, გურია - 3%, მცხეთა მთიანეთი - 3%, აჭარა - 10%.


რაც შეეხება გამოკითხულთა სოციალურ მდგომარეობას, მირცხულავას თქმით, აქ შემდეგი სტატისტიკაა: სტუდენტები - 10%, დასაქმებულები - 29%, თვითდასაქმებულები - 23%, უმუშევრები - 24%, პენსიონერები - 14%.


გამოკითხულთა შორის 53% ქალები, ხოლო 47% - მამაკაცებია.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4210.html
Posted by Drakula | 25 Dec 2011, 19:50 | News »
 

"საზოგადოება: „ოქროს პერგამენტი“ ნომინაციაში წლის პოლიტიკოსი საქართველოში ირაკლი ალასანიას გადაეცა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 18 April 2024
  • English Georgian