aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: გამოკითხვა: პუტინს რუსების 45%, ხოლო მედვედევს - 37% ენდობა World News  World News 
რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს რუსების 37%, ხოლო პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს - 45% ენდობა, რასაც ფონდ „საზოგადოებრივი აზრის“ (ფსა) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მოწმობს. ფსა-ის მონაცემებით, გამოკითხულთა 33%-მა უპასუხა, რომ მედვედევს „ნაწილობრივ ენდობა, ნაწილობრივ - არა“, ხოლო 26% - არ ენდობა. პუტინს ნაწილობრივ 28% ენდობა, ხოლო 23% არ ენდობა.



ფსა-ის წინა გამოკითხვის თანახმად, რომელიც დეკემბრის პირველ ნახევარში ჩატარდა, რესპონდენტთა 39%-მა უპასუხა, რომ მედვედევს ენდობა, 31% - ნაწილობრივ ენდობა, ხოლო 25% - არ ენდობა. პუტინს მაშინ 44% ენდობოდა, 28% - ნაწილობრივ ენდობოდა, ხოლო 24% - არ ენდობოდა.


სოციოლოგთა მონაცემებით, 22 დეკემბრის მდგომარეობით „ედინაია როსიას“ რეიტინგი 36%-ს შეადგენს, რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიისა - 14%, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიისა - 11%, „სამართლიანი რუსეთისა“ – 10%, „იაბლოკოსა“ – 1%, „რუსეთის პატრიოტებისა“ – 1%-ზე ნაკლებს.


ფსა-მ 18 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის რეპრეზენტაციული გამოკითხვა ჩაატარა და რუსეთის ფედერაციის 43 სუბიექტში 100 ქალაქისა და სოფლის დასახლებული პუნქტის მაცხოვრებლები გამოკითხა. სტატისტიკური შეცდომა 3.6%-ს არ აღემატება.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4198.html
Posted by Drakula | 24 Dec 2011, 19:24 | News »
 

"საზოგადოება: გამოკითხვა: პუტინს რუსების 45%, ხოლო მედვედევს - 37% ენდობა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 26 April 2024
  • English Georgian