aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: საქართველოს სსს-ის უფროსი: მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრად გახდომას არ გეგმავს Georgian News  Georgian News 
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განზრახვებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრად გახდომა არ შედის, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, იტყობინება “GHN“.



ამის შესახებ მან ბი-ბი-სის რუსულ სამსახურს უთხრა, როდესაც პასუხობდა შეკითხვას, რომ, ზოგიერთი პოლიტიკოსის აზრით, სააკაშვილი პუტინის მსგავსად იქცევა და ხელისუფლებაში დარჩენას ნებისმიერ ფასად ცდილობს.


„იგივე ხალხი, რომელიც ახლა საქართველოს პრეზიდენტის სამომავალო განზრახვებზე სპეკულირებს, კონსტიტუციის შეცვლასა და საქართველოს გადაქცევას სუპერ-საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტო რესპუბლიკად მოითხოვდნენ. როგორც კი მმართველმა პარტიამ და ხელისუფლებამ ამის გაკეთება დაიწყო, მაშინვე გაისმა ხმები, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარ თავზე პუტინის ნიღაბს იზომავს. ვერავინ, მსოფლიოში ვერც ერთმა ადამიანმა დაადასტურა პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრად გახდომის განზრახვა. ხოლო როგორც გუნდის წევრი, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით ახლა, რომ პრეზიდენტის გეგმებში ეს განზრახვა არ შედის“, - თქვა ვაშაძემ.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4173.html
Posted by Drakula | 21 Dec 2011, 18:31 | News »
 

"პოლიტიკა: საქართველოს სსს-ის უფროსი: მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრად გახდომას არ გეგმავს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 18 April 2024
  • English Georgian