aspurcela.ge
უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე „წლის ადამიანი“ გახდა Georgian News  Georgian News 
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე წლის ადამიანი და ჯილდო „ ოქროს პერგამენტის“ ლაურეატი გახდა, იუწყება “GHN“. მის უწმინდესობას ჯილდო საინფორმაციო სააგენტო „GHN“-ის გენერალურმა დირექტორმა გოჩა მირცხულავამ გადასცა. მან პატრიარქს მისი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რომელსაც მეორეჯერ გადაეცემა „ოქროს პერგამენტი“, საქართველოს მოსახლეობას შორის უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს. „ეს ჩვენი მოქალაქეებისაგან თქვენ მიმართ მადლიერების სიმბოლური გამოხატვაა“, - აღნიშნა გოჩა მირცხულავამ პატრიარქთან შეხვედრის დროს.
Posted by Drakula | 25 Dec 2011, 19:49 | comments | საზოგადოება | Score: 1.66 | Read More...
 
 სააკაშვილი: რუსეთში დაწყებული საპროტესტო აქციები ახალი ისტორიული ეტაპის დასაწყისია Georgian News  Georgian News 
„რუსეთში დაწყებული საპროტესტო აქციები ახალი ისტორიული ეტაპის დასაწყისია“, განაცხადა შაბათს, 24 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამტრედიაში, სადაც მან ახალი საავადმყოფო გახსნა. „სხვათა შორის, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს მოხდებოდა, და ეს მოხდა, თუმცა ბევრს არ სჯეროდა. ამ ეტაპზე ჩვენ შორსმჭვრეტელები, უდრეკები და ფრთხილები უნდა ვიყოთ. ეს ის პროცესია, რომელიც ჩვენთვის შეუქცევადი იქნება“, - აღნიშნა მან.
Posted by Drakula | 25 Dec 2011, 19:47 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 ილია II: ხატი „საქართველოს იმედი“ სასწაულმოქმედი იქნება Georgian News  Georgian News 
ხატი „საქართველოს იმედი“ სასწაულმოქმედი იქნება, - ამის შესახებ განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთს მიტროპოლიტმა, უნეტარესმა და უწმინდესმა ილია II-მ წმინდა სამების ტაძარში ქადაგების დროს.
Posted by Drakula | 25 Dec 2011, 19:47 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 საქართველოში Facebook-ის 650 ათასი მომხმარებელია Georgian News  Georgian News 
საქართველოში Facebook-ის 650 ათასი მომხმარებელია. ამის შესახებ დღეს, 23 დეკემბერს, გამართულ წლის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა.
Posted by Drakula | 24 Dec 2011, 19:29 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More...
 
 ჰიტლერის წიგნი „საუკეთესო საშობაო საჩუქრად“ დასახელდა World News  World News 
დიდი ბრიტანეთის წიგნების მაღაზიათა უმსხვილეს ქსელმა The Waterstones-მა ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ ერთ-ერთ თავის განყოფილებაში გერმანიის ნაცისტური ლიდერის ადოლფ ჰიტლერის წიგნმა მიიღო რეკომენდაცია როგორც „იდეალური საშობაო საჩუქარი“. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა Huffington Post.
Posted by Drakula | 24 Dec 2011, 19:28 | comments | ეს საინტერესოა | Score: 5 | Read More...
 
 საქართველო მშპ-ის ზრდის მიხედვით მსოფლიოში პირველ სამეულში შედის Georgian News  Georgian News 
მშპ-ის ზრდის მიხედვით საქართველო მსოფლიოში პირველ სამეულში იმყოფება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ დღეს, 23 დეკემბერს, ბრიფინგზე, წლის შედეგების შეჯამების დროს განაცხადა.
Posted by Drakula | 24 Dec 2011, 19:27 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 საქართველოში ყველაზე დიდი მოთხოვნა ბუღალტერისა და გაყიდვების მენეჯერის პროფესიებზეა Business & Economics  Business & Economics 
საქართველოში ყველაზე დიდი მოთხოვნა ბუღალტერისა და გაყიდვების მენეჯერის პროფესიებზეა. საიტებზე jobs.ge და hr.geგანთავსებული ვაკანსიების მიხედვით გამოკვლევა 1 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით BPI-მ ჩაატარა.
Posted by Drakula | 24 Dec 2011, 19:27 | 3 comments | ეკონომიკა | Score: 3.5 | Read More...
 
 „თავისუფალი საქართველო“: თელავის თეატრის შენობის გაყიდვა ელიტარული კორუფციის მაგალითია Georgian News  Georgian News 
კახეთის რეგიონალურ ორგანიზაცია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის გიორგი მოსიაშვილის განცხადებით, ცოტახნის წინ ცნობილი გახდა, რომ თელავში იუსტიციის სახლი აშენდება.
Posted by Drakula | 24 Dec 2011, 19:26 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 ქობალია: ელექტრომობილების ჩამოყვანის პროექტი ობიექტური მიზეზების გამო დროებით შეჩერებულია Georgian News  Georgian News 
საქართველოში ელექტრომობილების ჩამოყვანა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრიორიტეტად რჩება. ამის შესახებ დღეს, 23 დეკემბერს, მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ელექტრომობილების ჩამოყვანის პროექტი დროებით შეჩერდა, რისი მიზეზიც მწარმოებელი კომპანიების გაყიდვების შეჩერება გახდა.
Posted by Drakula | 24 Dec 2011, 19:26 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 სადაზღვევო სექტორმა წლის პირველი 9 თვე 7-მილიონიანი ზარალით დაასრულა Business & Economics  Business & Economics 
სადაზღვევო სექტორი კიდევ ერთ კვარტალს ზარალით ასრულებს. მიმდინარე წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, ზარალი 7 მილიონ ლარს აღემატება. ბოლო წლებში სადაზღვევო სექტორი ზარალზე პირველად 2011 წლის პირველი ნახევრის ბოლოს გავიდა. საექსპერტო წრეებში მაშინ აცხადებდნენ, რომ ზარალი ძირითადად სადაზღვევო კომპანიების ჰოსპიტალურ სექტორში მონაწილეობით არის განპირობებული.
Posted by Drakula | 24 Dec 2011, 19:25 | 2 comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 


											ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

Menu
 Home
• Companies [12286] »
• Selling Leads [130] »
• Products [4463] »
• Private offers [92] »
• Registered users [2514] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 Forums »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 21 November 2019
  • English Georgian