aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საბერძნეთში დააკავეს პირები, რომლებმაც ძვ. წთ. VI საუკუნის ბრინჯაოს მუზარადი იპოვეს World News  World News 
ბერძნულმა პოლიციამ დააპატიმრა ორი ბერძენი მოქალაქე, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან იმაში, რომ არალეგალური გათხრების მსვლელობაში ძვ. წთ. VI საუკუნით დათარიღებული ბრინჯაოს მუზარადი იპოვეს და მასთან დაკავშირებით კანონის შესაბამისად მოქცევას არ აპირებდნენ. ცნობებით, ჩამორთმეული ძველებური მუზარადი შესანიშნავ მდგომარეობაში იმყოფება.
Posted by Drakula | 11 Dec 2011, 20:07 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 გაიხსნა მსოფლიოში მოდის პირველი ვირტუალური მუზეუმი World News  World News 
დიზაინერულმა სახლ Valentino-მ მსოფლიოში მოდის პირველი ვირტუალური მუზეუმი გახსნა. ამის შესახებ იტყობინება The Daily Telegraph.
Posted by Drakula | 11 Dec 2011, 20:06 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More...
 
 რუსეთის ათეულობით ქალაქში გაიმართა მიტინგები არჩევნების შედეგების წინააღმდეგ World News  World News 
ნოვოსიბირსკში, ეკატერინბურგში, ყაზანსა და სხვა ქალაქებში გაიმართა მიტინგები არჩევნების შედეგების წინააღმდეგ. შაბათს, 10 დეკემბერს, რუსეთის ათეულობით ქალაქში გაიმართა მიტინგები სახელმწიფო დუმაში არჩევნებზე გაყალბებების წინააღმდეგ. ყველაზე მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები ნოვოსიბირსკში, ეკატერინბურგში, ომსკში, ყაზანსა და ვორონეჟში დარეგისტრირდა.
Posted by Drakula | 11 Dec 2011, 20:03 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 Coca-Cola-ს საიდუმლო ფორმულა გადამალეს World News  World News 
პირველად 86 წლის განმავლობაში ამერიკულმა კომპანია Coca-Cola-მ პოპულარული გაზიანი სასმელის საიდუმლო ფორმულის შენახვის ადგილი გამოცვალა. ამის შესახებ იტყობინება Agence France-Presse. კომპანიის ხელძღვანელობის ცნობებით, სეიფი Coca-Cola-ს ხელნაწერი რეცეპტით საბანკო უჯრიდან, რომელშიც იგი 1925 წლიდან ინახებოდა, ატლანტაში (ჯორჯიას შტატი) მდებარე მუზეუმში „World of Coca-Cola“ გადაიტანეს.
Posted by Drakula | 09 Dec 2011, 21:41 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More...
 
 დიდი ბრიტანეთის გარდა, ევროკავშირის ყველა ქვეყანა თანახმაა საბიუჯეტო ხელშეკრულებისგასაფორმებლად World News  World News 
დიდი ბრიტანეთის გარდა, ევროკავშირის ყველა ქვეყანამ განაცხადა თავისი სურვილის შესახებ, შემოუერთდეს „საბიუჯეტო ხელშეკრულებას“, რომელიც შემოთავაზებული იქნა ევროზონის ლიდერებისთვის ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის პირველი დღის მსვლელობაში, ნათქვამია პარასკევს, 9 დეკემბერს, ევროკომისიის საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში, იტყობინება “GHN“.
Posted by Drakula | 09 Dec 2011, 21:32 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 2030 წლისთვის ადამიანები სექსით დაკავებას შეწყვეტენ World News  World News 
2030 წლისთვის ადამიანებს აღარ დასჭირდებათ სექსით დაკავება იმ სასიამოვნო შეგრძენებების მისაღებად, რომლებიც ამ პროცესის დრო წარმოიქმნება, იუწყება “GHN“. მეცნიერები უკვე ახლა ამუშავებენ სპეციალურ ტექნიკას, რომელსაც ინტიმური სიახლოვის შეცვლის უნარი ექნება. დიდ ბრიტანეთში მუშაობენ მიკროსქემების შექმნაზე, რომლებსაც უნარი აქვთ ჩაწერონ სიგნალები, რომლებსაც ადამიანის ნერვული სისტემა სექსის დროს გამოსცემს, შემდეგ კი გაუშვან ისინი საჭირო დროს.
Posted by Drakula | 09 Dec 2011, 21:30 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More...
 
 მსოფლიოს ერთ-ერთმა ქვეყანამ iPhone აკრძალა World News  World News 
სირიის მთავრობამ ქვეყანაში სმარტფონების - iPhone-ბის გამოყენება აკრძალა. ამის შესახებ იტყობინება ებრაული გაზეთი „გაარეცი“ ლიბანის ახალი ამბების საიტ Al Nashara-ზე მინიშნებით. Al Nashara-ის ჟურნალისტები გაეცნენ დადგენილების ასლს აპარატის აკრძალვის შესახებ, რომელიც სირიის ფინანსთა სამინისტრის საბაჟო დეპარტამენტმა გამოუშვა. მასში ნათქვამია, რომ სატელეკომუნიკაციო რეგულატორმა iPhone-ში „აკრძალული თვისებები“ აღმოაჩინა. დაზუსტებული არიაა, კერძოდ რომელ თვისებებზეა საუბარი. იტყობინებიან, რომ აღმოჩენილი აპარატები ჩამორთმეული იქნება, მათი მფლობელების მიმართ კი სანქციებს გამოიყენებენ.
Posted by Drakula | 07 Dec 2011, 19:34 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 ჩინეთში ბავშვებით მოვაჭრე 600 ადამიანი დააკავეს World News  World News 
ჩინეთის პოლიციამ 600 ადამიანი დააკავა, რომლებიც ბავშვებით ვაჭრობაში არიან ეჭვმიტანილები. როგორც სამშაბათს, 7 დეკემბერს, როიტერი იუწყებოდა, ოპერაციის შედეგად 178 არასრულწლოვანი, მათ შორის ახალშობილები გაათავისუფლა.
Posted by consul | 07 Dec 2011, 19:33 | comments | Score: 0 | Read More...
 
 ავიაკომპანიებს უზარმაზარი ზარალი უწინასწარმეტყველეს World News  World News 
2012 წელს მსოფლიო ავიაკომპანიების ზარალი შესაძლოა რვა მილიარდ დოლარს მიაღწიოს იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი სავალო კრიზისს ვერ დაძლევს. ავიადარგის განვითარების ასეთი პროგნოზი საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) თავის საიტზე გამოაქვეყნა.
Posted by Drakula | 07 Dec 2011, 19:33 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 გორბაჩოვი:რუსეთის არჩევნები ფალსიფიცირებულია და ახალი არჩვნები უნდა ჩატარდეს World News  World News 
სსრკ–ს ექს–პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები გაყალბებულია და იგი ხელისუფლებას ახალი არჩვენების ჩატარებისაკენ მოუწოდებს, იუწყება GHN.
Posted by consul | 07 Dec 2011, 19:32 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 11 May 2024
  • English Georgian