aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ტურიზმის ეროვნული სააგენტო ახალ სტანდარტებს შეიმუშავებს Business & Economics  Business & Economics 
საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იანვრის ბოლომდე სასტუმროს საქმის  მწარმოებლისა და რესტორნის საქმის  მწარმოებლის სტანდარტებს შეიმუშავებენ. 



ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა მაია სიდამონიძემ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, პროფესიული სასწავლებლების ხელმძღვანელებთან, განათლების სამინისტროს თანამშრომლებთან, ექსპერტებთან და სხვადასხვა ასოციაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.


"ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება, რაც თავისთავად მომსახურების ხარისხის ამაღლებასაც ითხოვს. აღნიშნული ინიციატივაც ტურიზმის სექტორში ცალკეული პროფესიების ხარისხის განსაზღვრას ემსახურება, რის შედეგადაც ნებისმიერი პროფესიული სასწავლებელი მითითებული სტანდარტით იხელმძღვანელებს. ერთი თვის განმავლობაში სპეციალური ჯგუფი იმუშავებს, რომელიც სასტუმროსა და რესტორნის საქმისმწარმოებლების სტანდარტებს შეიმუშავებს", - განაცხადა მაია სიდამონიძემ.


მისივე თქმით, სასტუმროს და რესტორნის საქმისმწარმოებლების სტანდარტების შემუშავების შემდეგ ახალი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც მთელი თებერვლის განმავლობაში გიდების სტანდარტების დადგენაზე იმუშავებს.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_951.html
Posted by teo- | 06 Jan 2011, 11:26 | News »
 

No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 08 May 2024
  • English Georgian