aspurcela.ge
კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 მოსახლეობა წყლის საფასურს სამოქალაქო რეესტრის ბაზების საფუძველზე გადაიხდის Georgian News  Georgian News 
2010 წლის 9 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და შ.პ.ს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას" შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად აბონენტები სასმელი წყლის მიწოდების საფასურს სამოქალაქო რეესტრის ბაზის მონაცემების მიხედვით გადაიხდიან. 





ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ლაშა გოცირიძემ და შ.პ.ს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორმა ირაკლი კვაშილავამ.


შეთანხმების თანახმად, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში იმუშავებენ "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ოპერატორებიც. ამავე სამსახურებში მოხდება ახალი აბონენტის რეგისტრაციაზე განაცხადების მიღება, აბონენტების აღრიცხვასა და დავალიანებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მოქალაქეებისთვის კონსულტაციის გაწევა და ინფორმაციის მიწოდება.


როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, აღნიშნული სიახლით, წყალმომარაგების გადასახადის კუთხით მოწესრიგდება აბონენტთა აღრიცხვიანობა და მოგვარდება საქართველოში მოსახლეობის რეგისტრაციის პრობლემა.

 
ცნობისთვის, აღნიშნული სერვისი არ ეხებათ თბილისის, რუსთავისა და აჭარის რეგიონის მოსახლეობას. 
ამ სიახლესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შესაძლებელია "ცხელი ხაზის" ნომერზე 72 90 90.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_76.html
Posted by teo- | 09 Nov 2010, 10:55 | News »
 

No Comments Allowed for Anonymous, please register

გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12341] »
• Selling Leads [130] »
• Products [4502] »
• Private offers [95] »
• Registered users [2581] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 02 August 2021
  • English Georgian