aspurcela.ge
უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პარლამენტის შენობასთან წარმომადგენლობითი სახალხო კრება გაიმართება Georgian News  Georgian News 
     დღეს, 25 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ წარმომადგენლობითი სახალხო კრება გაიმართება. როგორც კრების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა, კრების ორგანიზატორების დევიზია - "ძალა ხალხშია".


     მისივე თქმით, კრებაზე მიიღებენ მნიშვნელოვან დოკუმენტებს - წესდებას, დეკლარაციას, რეზოლუციას და აირჩევენ გარკვეულ ორგანოებს, მათ შორის სახალხო კრების დარბაზს. 


     "კრების შემდეგ გაჩერებას არ ვაპირებთ. უნდა აღსრულდეს ის გადაწყვეტილებები, რაც იქნება მიღებული. ჩვენ ყველაფერი ზუსტად გვაქვს გათვლილი, ყველაფერი იქნება საჯაროდ გამოტანილი. გეგმები დამუშავებულია და მუშაობა კიდევ მიმდინარეობს. საკმაოდ კარგად ვართ ორგანიზებული, დიდი სამუშაოა ჩატარებული, მაგრამ ბევრი რამ ხალხის ნება-სურვილზეა დამოკიდებული", - განაცხადა ბათიაშვილმა. 


     კრების ორგანიზატორები წარადგნენ ხელისუფლებისადმი უნდობლობის ვერდიქტს, რომელიც შეკრებილმა ხალხმა უნდა დაამტკიცოს. ამის შემდეგ იგეგმება რეზოლუციის მიღება. 


     წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიაციტივო ჯგუფის წევრის ნონა გაფრინდაშვილის განცხადებით, იძულებულნი არიან, კრება პარლამენტის წინ ჩაატარონ, რადგან ეკონომიკის სამინისტროსგან "ლოკომოტივის" სტადიონის დათმობაზეც უარი მიიღეს, მანამდე კი სპორტის სასახლის დათმობაზე მიიღეს უარი 


     "სახალხო კრებასთან" ერთად, აქციაში მონაწილეობას სხვადასხვა პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაციები მიიღებენ.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_467.html
Posted by Legatuss | 25 Nov 2010, 08:14 | News »
 

No Comments Allowed for Anonymous, please register


											ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 April 2024
  • English Georgian