aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: გაბაშვილი: ივანიშვილმა რესპუბლიკელები და ალასანიას პარტია „გააქრო“ Georgian News  Georgian News 
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის აზრით, რესპუბლიკური პარტია და ირაკლი ალასანიას პარტია აღარ არსებობენ. „ეს პარტიები დამოუკიდებელთა სახით გაქრა. საზოგადოებაზე მათი ზეგავლენის გაზომვა შეუძლებელი ხდება. უკვე აღარც რესპუბლიკელები და აღარც ალასანიას პარტია არსებობენ. მათი ყველა ხმა ივანიშვილის ფაქტორმა „გააქრო“, რომელმაც, როგორც ჩანს, გასაგებად აუხსნა ამ პარტიებს, ვინ არის პატრონი. ამ პოლიტიკურ ძალებს ქართულ პოლიტიკაში დამოუკიდებელი ხმის ქონის შესაძლებლობა აღარ ექნებათ. ივანიშვილის ფუნქცია კი კონსოლიდაციის მიხედვით მისი საფულე გახლავთ“, - განაცხადა გაბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.



მისი თქმით, გამომდინარე აქედან, „რესპუბლიკელები და ალასანია, რომლებსაც პროდასავლური იმიჯი ჰქონდათ, ნელ-ნელა პრორუსულ ორიენტაციას იძენენ“.


„აქედან გამომდინარეობს გაუგებრობები - პარტიამ, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ლაპარაკობდა, უცებ, ფულის ჩარიცხვიდან ერთ კვირაში, იმაზე დაიწყო საუბარი, რომ საქართველო ნატოს ჩამოშორდა და რომ ინტეგრაცია ალიანსში პერსპექტივაა მხოლოდ 30 წლის შემდეგ. ნათელია, რომ არსებობს ერთი მკვეთრად გამოხატული ლიდერი, რომელიც ამბობს, რომ საქართველომ თავისი პოლიტიკა უნდა შეცვალოს, იმიტომ რომ რუსეთი ამას არ გააკეთებს. ამბობს, რომ ჩვენ დასავლეთს რუსულ ოკუპაციაზე არ უნდა ვესაუბროთ და რომ ჩვენ საკუთარი პოზიციები უნდა შევცვალოთ და შევუსაბამოთ იმ პოზიციებს, რომლებიც პუტინს აქვს“, - აღნიშნა გაბაშვილმა.


https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4220.html
Posted by Drakula | 27 Dec 2011, 22:25 | News »
 

"პოლიტიკა: გაბაშვილი: ივანიშვილმა რესპუბლიკელები და ალასანიას პარტია „გააქრო“" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 17 April 2024
  • English Georgian