aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: მილა იოვოვიჩმა რუსეთში მომიტინგეებს მხარი დაუჭირა World News  World News 
რუსული წარმოშობის ჰოლივუდელმა ვარსკვლავმა მილა იოვოვიჩმა თავის Twitter-ში დაწერა, რომ რუსეთში მომიტინგეთა გამოსვლებს მხარს უჭერს, იუწყება “GHN“. „სალამი! სიყვარულსა და საუკეთესო სურვილებს ვუგზავნი ყველას, ვინც რუსეთში საკუთარი უფლებებისთვის იბრძვის! სამწუხაროა, რომ თქვენთან ერთად არა ვარ. ჰოჰო!“, - დაწერა ვარსკვლავმა.



Twitter-ის რამდენიმე მომხმარებელმა პასუხად რუსეთში მოწყობილი მიტინგების თაობაზე სხვადასხვა მოსაზრებები დაწერეს, ზოგიერთმა კი, როგორც ჩანს, ივარაუდა, რომ ამერიკულ ტელევიზიას მსახიობი შეცდომაში შეჰყავს. იოვოვიჩმა საპირისპირო შეხედულებების გამომხატველი შეტყობინებები დატვიტა, ბოლოს კი დაწერა: „აი, ეს მესმის კამათი! ჩემს ტელეფონს უკვე ბატარეა უჯდება“. „მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და რუსი ხალხი! ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ!“, - გადმოსცემს NEWSru.com.


შარშან იოვოვიჩმა რუსეთში საკმაოდ დიდი დრო გაატარა, როდესაც ლევან გაბრიაძის ფილმში მონაწილეობდა.


მილა იოვოვიჩი კიევში დაიბადა. დედამისი საბჭოთა და ამერიკელი მსახიობი გალინა ლოგინოვაა.


შეგახსენებთ, რომ არჩევნების შედეგების გაყალბების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები შაბათს, 10 დეკემბერს, მოსკოვში, პეტერბურგში, მრავალ რუსულ ქალაქსა და ძირითად მსოფლიო დედაქალაქებში გაიმართა.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4142.html
Posted by Drakula | 12 Dec 2011, 18:42 | News »
 

"პოლიტიკა: მილა იოვოვიჩმა რუსეთში მომიტინგეებს მხარი დაუჭირა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 24 April 2024
  • English Georgian