aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ჯივოევამ კრემლი ვერ დაითანხმა იმაზე, რომ მას ახალი რეალობა ეღიარებინა Georgian News  Georgian News 
ცხინვალის ოპოზიციის ლიდერმა ალა ჯიოევამ ვერ შეძლო თავისი მიზნის მიღწევა. მან "უმაღლეს სასამართლოს" ვერ შეაცვლევინა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მან გაიმარჯვა და იგი  მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტია. დღეს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილესთან სერგეი  ვინოკუროვთან გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ ჟიოევამ განაცხადა, რომ "დიალოგი გაგრძელდება, მაგრამ საკითხი მისი პრეზიდენტობის შესახებ ჯერ კიდევ ღიად რჩება." მოლაპარაკება სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. 



'ვერ ვიტყვი, რომ კონსულტაციები განსაკუთრებულად კონსტრუქციულია, მაგრამ ის მაინც გაგრძელდება,– Life News განუცხადა ჯიოევამ. –ჩვენ იმ კრიტიკულ სიტუაციაზე ვსაუბრობთ, რომელშიც ერი იმყოფება."


 მან ასევე აღნიშნა, რომ მისი შტაბის მიერ დღეს დილით, დაყენებული საკითხი ულტიმატუმის შესახებ, რომ მისი ხელისუფლება 18:00–მდე ეღიარებინათ, უპასუხოდ დარჩა.


"ამჟამად, ჩვენ სახელმწიფოს საბჭოსთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებეს და მივიღებთ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით თუ რა გავაკეთოთ მომავალში,–განმარტა ჯიეოვამ.


 კითხვაზე თუ როგორი ვარიანტები გააჩნია რუსულ ერს პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით, ალა ჯიოევამ მხრები აიჩეჩა. მისი თქმით, მოლაპარაკებები ხვალ გაგრძელდება. თუმცა, როგორც Life News წერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ვინოკუროვი  ხვალ დილით მოსკოვში მიემგზავრება, რომ ცხინვალში არსებული რეალური სიტუაცია რუსეთამდე მიიტანოს. თუ ვისთან აპირებს დიალოგის გაგრძელბას ჯიოევამ ჯერჯერობით ამოცანად რჩება. 

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4041.html
Posted by consul | 02 Dec 2011, 19:34 | News »
 

No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 02 May 2024
  • English Georgian