| პოლიტიკა: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ არასდროს აღიარებს არალეგიტიმურ არჩევნებს ცხინვალში | | Georgian News | |
აშშ სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს. როგორც ოთხშაბათს, 30 ნოემბერს, ბრიგინფზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა მარკ ტონერმა განაცხადა, შეერთებული შტატები არალეგიტიმურ არჩევნებს არასდროს აღიარებს.„ჩვენ საჭიროდ არ მივიჩნევთ, ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარები გავაკეთოთ. ჩვენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ და ჩვენი პოზიცია უცვლელია - აშშ ამ არჩევნების ლეგიტიმურობას არასდროს აღიარებს“, - თქვა ტონერმა. სამშაბათს, 29 ნოემბერს, ცხინვალის სასამართლომ ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ანულირება მოახდინა და 25 მარტისთვის განმეორებითი არჩევნები დანიშნა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4037.html
| |||
| Posted by Drakula | 01 Dec 2011, 19:36 | News » | |||

| Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.