aspurcela.ge
უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: Facebook საჯარო კომპანია გახდება World News  World News 
მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელი Facebook, მისი ერთ-ერთი თანამშრომლოს თქმით, რამდენიმე უახლოესი თვის განმავლობაში აქციების პირველად განთავსებას (IPO) განახორციელებს. „Facebookფორმა S-1-ის მიხედვით განაცხადს ძალიან მალე შეიტანს. შესაძლოა, უკვე შემდეგ თვეში“, - მოუყვა Business Insider-ს წყარომ სოციალური ქსელის შიგნით, რომელმაც დაუსახელებლად დარჩენა ისურვა.



“IPO-ს შესახებ საუბრები Facebook-ის შიგნით ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში გახშირდა, ხოლო ცუკერბერგი არაერთხელ იმეორებდა, რომ ის „მოდის“, რაც მას Facebook-ის ისტორიაში არასდროს უთქვამს“, - დაამატა გამოცემს თანამოსაუბრემ.


თუმცა, Business Insider ამ განცხადებას სკეპტიკურად უყურებს: სხვა წყარომ, რომელიც IPO-ს მსვლელობას იცნობს, თქვა, რომ Facebook-ს ჯერ განთავსების ორგანიზატორი ბანკიც კი არ აურჩევია. ეს უნდა მოხდეს მანამ, სანამ სოციალური ქსელი აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) ფორმა S-1-ის მიხედვით განაცხადე შეიტანს.


გამოცემა ამატებს, რომ Facebook ვალდებულია ან ჩაატაროს IPO, ან თავისი ფინანსური შედეგები არა უგვიანეს 2012 წლის აპრილისა გამოაშკარაოს, ვინაიდან მისი აქციონერების რიცხვი 500 ადამიანს აღემატება. ამჟამად სოციალური ქსელის ღირებულება, მეორად ბაზარზე ცირკულირებადი აქციების ფასიდან გამომდინარე, დაახლოებით 80 მლრდ დოლარად ფასდება.


მანამდე ამ თვეში Facebook-ის უფროსმა მარკ ცუკერბერგმა, გამოდიოდა რა „ჩარლი როუზის ტოკ-შოუში“, განაცხადა, რომ მისი კომპანია საჯარო მაშინ გახდება, „როდესაც ამას აზრი იქნება“. „სიმართლე რომ ვთქვათ, ეს ის არაა, რაზეც დღითიდღე ვფიქრობ“, - აღიარა 27 წლის მილიარდერმა.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3967.html
Posted by Drakula | 21 Nov 2011, 19:32 | News »
 

"ეკონომიკა: Facebook საჯარო კომპანია გახდება" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register


											ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 02 May 2024
  • English Georgian