aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 შოუ-ბიზნესი: აუქციონზე გატანილია უცნობი ფილმი მაიკლ ჯექსონზე World News  World News 
4 მლნ ფუნტად (თითქმის 6.5 მლნ დოლარად) შეფასებული უცნობი ფილმი მაიკლ ჯექსკონზე „პოპ-მუსიკის მეფის“ ყოფილმა მძღოლმა ლონდონის აუქციონზე „ფეიმ ბიუროზე“ გაიტანა.



ამის შესახებ აუქციონერთა წარმომადგენელმა განაცხადა. მისი მონაცემებით, ორსაათიანი ფილმი „პოპ-მუსიკის მეფის“ მეორე მსოფლიო გასტროლების დროს (Dangerous world) 1993 წელს ბუენოს-აირესში უახლოესი აპარატურის საშუალებით იქნა გადაღებული და მაღალი ხარისხით გამოირჩევა. თუმცა ჯექსონის შეკვეთით შექმნილმა კინოსურათმა დღის სინათლე ვერ ნახა. როგორც ექსპერტები მოწმობენ, ნაწარმოები, აქამდე გაურკვეველი მიზეზების გამო, მას არ მოეწონა და დაიბრაკა, ხოლო გადამღები ჯგუფი დაითხოვეს. თავად კინოსურათი სრულიად მოულოდნელად აღმოაჩნდა ექს-მძღოლს, რომლის სახელსაც არ ასახელებენ.


„პოპ-მუსიკის მეფის“ შემოქმედების თაყვანისმცემელთათვის ფასდაუდებელი ქმნილების მფლობელის თქმით, ჩანაწერიანი ფირი მას ჯექსონმა „სატრანსპორტო მომსახურების სანაცვლოდ ჯილდოს სახით“ მას მერე გადასცა, რაც მან ჯექსონის გუნდს სან-პაულუში გამოსვლების დროს ტრანსპორტით უზრუნველყოფაში დაეხმარა. იმ დროიდან და მომღერლის გარდაცვალებამდე (2009 წელს) იგი ფილმის მასთან შენახვის ფაქტს საიდუმლოდ ინახავდა.


„ფეიმ ბიუროს“ აღმასრულებელი დირექტორის ტედ ოუენის თქმით, „ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, შემოვთავაზოთ აქამდე უცნობი ფირი, რომელიც, იმ დროისათვის უახლოესი აპარატურის წყალობით, ჯექსონის გამოსვლის ძალიან კარგ სურათს, ასევე კულისებს მიღმა მომხდარ რამდენიმე დეტალს გადმოსცემს“.
აუქციონი 26 ნოემბერს მოეწყობა.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3921.html
Posted by Drakula | 15 Nov 2011, 19:45 | News »
 

"შოუ-ბიზნესი: აუქციონზე გატანილია უცნობი ფილმი მაიკლ ჯექსონზე" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 25 April 2024
  • English Georgian