aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 შოუ-ბიზნესი: ბრედ პიტმა სამსახიობო კარიერის დასრულება გადაწყვიტა World News  World News 
ბრედ პიტი სამსახიობო პროფესიიდან წასვლას აპირებს. მსახიობმა ავსტრალიურ ტელეპროგრამა 60 Minutes-ს ინტერვიუში უთხრა, რომ სამსახიობო კარიერას სამ წელიწადში მიატოვებს, როდესაც 50 წელს შეუსრულდება, იტყობინება “GHN“. მსახიობმა აღნიშნა, რომ ჯერ არ იცის, კერთოდ რითი დაკავდება სამ წელიწადში, თუმცა ჯერ კიდევ სიამოვნებას იღებს ფილმებზე მუშაობის დროს პროდიუსერის სახით. პიტის თქმით, თუ 50-ის შემდეგ იგი სამსახიობო სფეროში დაბრუნდება, მაშინ მხოლოდ „ვინმე ღვარძლიან ბებერ ენაბილწს“ ითამაშებს, გადმოსცემს NEWSru.com OpenSpace-ზე მინიშნებით.



2002 წელს პიტმა თავის იმჟამინდელ მეუღლესთან ჯენიფერ ენისტონთან და ჰოლივუდის კინოსტუდია Paramount Pictures-ის უფროსთან ბრედ გრეისთან ერთადსაპროდიუსერო კომპანია Plan B Entertainment დააარსა. 2005 წელს Plan B-მ პროდიუსირება გაუწია ფილმს „ჩარლი და შოკოლადის ფაბრიკა“ ჯონი დეპით მთავარ როლში, 2006 წელს კი - სკორსეზეს ფილმს „განდგომილები“, რომელმაც „ოსკარი“ მიიღო.


2011 წელს გამოვიდა ორი ფილმი, რომელთა პროდიუსერი პიტი გახლდათ: პირველი იყო ტერენს მალიკის „სიცოცხლის ხე“, რომელმაც კანში „ოქროს პალმის რტო“ მიიღო და ბენეტ მილერის „ადამიანი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა“. მეორე ფილმმა, რომელშიც ბრედ პიტმა ბეისბოლის გუნდის მენეჯერის როლი ითამაშა, მაყურებელთა და კრიტიკოსთა დადებითი გამოხმაურებები დააგროვა.


ამჟამად ბრედ პიტი მონაწილეობას იღებს ფილმებში „კოგანის გარიგება“ და „მსოფლიო ომი Z“, რომლებიც 2012 წელს უნდა გამოვიდეს. ცოტახნის წინ კი მსახიობი მთავარი როლისთვის დაპატიჟეს ჯეიმს გრეის ახალ ფილმში „ნაცრისფერი ადამიანი“, რომელიც მარკ გრინის ერთსახელიანი წიგნის მიხედვით უნდა გადაიღონ.


ასევე ნავარაუდევია, რომ პიტი მონაწილეობას მიიღებს სტივ მაკუინის ახალ ფილმში „მონობის თორმეტი წელი“.


პიტმა, რომელმაც სამსახიობო კარიერა 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო, პირველ წარმატებას 1991 წელს მიაღწია, როდესაც მონაწილეობა მიიღო რიდლი სკოტის წარმატებულ როუდ-მუვიში „ტელმა და ლუიზა“. ამას მოჰყვა მნიშვნელოვანი როლები ფილმებში „შემოდგომის ლეგენდები“ (1994) და „ინტერვიუ ვამპირთან: ვამპირის ქრონიკები“ (1994).


1999 წელს პიტმა ერთ-ერთი თავისი ყველაზე ცნობილი როლი ითამაშა დევიდ ფინჩერის საკულტო ფილმში „მებრძოლთა კლუბი“, რომელიც ჩაკ პალანიკის რომანის მიხედვით არის გადაღებული. ყველაზე დიდი კომერციული წარმატებდა საერთო აღიარება როგორც პლანეტის სექს-სიმბოლოსი მას მოუტანა აქილევის როლმა ფილმში „ტროა“ (2004).
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3911.html
Posted by Drakula | 15 Nov 2011, 19:40 | News »
 

"შოუ-ბიზნესი: ბრედ პიტმა სამსახიობო კარიერის დასრულება გადაწყვიტა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 25 April 2024
  • English Georgian