aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: ტაილანდის ათასობით მოქალაქე წყალდიდობის გამო თვითმკვლელობის ზღვარზე იმყოფება World News  World News 
ტაილანდის მოქალაქეები, რომლებმაც დამანაგრეველი წყალდიბობისა და დიდი წყლის მოსვლის გამო მთელი დაგროვილი ქონება დაკარგეს, თვითმკვლელობის ზღვარზე იმყოფებიან, იუწყება “GHN“. „დღეისათვის სუიციდების რისკის ჯგუფში ათასობით ადამიანი იმყოფება, რომელთა ცხოვრების ჩვეული ყაიდა წყალდიდობამ მთლიანად გაანადგურა“, - განუცხადა გამოცემა The Nation-ს საგანგებო მიგრაციული ცენტრის დირექტორმა პჰანუ იემსრიმ, გადმოსცემს „როსბალტი“. მან განმარტა, რომ ტაილანდის ჯანდაცვის სამინისტრომ 114 ათას 815 ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა შეამოწმა, რომელთაგან 7 ათას 308-ს დეპრესიული მდგომარეობა გამოუვლინდა, 6 ათას 170-მა აღიარა, რომ ჯერაც ძლიერ სტრესს განიცდის.



შეგახსენებთ, რომ 50 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი სეზონური წყალდიდობის დროს ტაილანდის დედაქალაქში სტიქიის გამო 494 893 ადამიანი დაშავდა თორმეტ ნაწილობრივ დატბორილ ქალაქის რაიონში. ამის შესახებ ბანგკოკის მერიაში იტყობინებიან.


ოქტომბრის ბოლოდან, როდესაც მეგაპოლისის ჩრდილოეთ განაპირებზე დაგროვილმა წყალმა ქალაქში შეღწევა და დაბლა განლაგებული ქალაქის რაიონების დატბორვა დაიწყო, ქალაქის 50 რაიონიდან 12 მთლიანად ან ნაწილობრივ აღმოჩნდა დატბორილი 20 სმ-დან 2 მ-მდე სიღრმეზე.


ბანგკოკის მოსახლეობა, დედაქალაქში დროებით მცხოვრები ტაის მოქალაქეებისა და უცხოელების ჩათვლით, 12 მლნ ადამიანს შეადგენს.


ექსპერტთა თქმით, ცენტრალურ ბანგკოკს წყალდიდობა არ ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ადგილი არ ექნება მსხვილ ავარიას წყლის ამოტუმბვის სისტემაში არხიდან ჩაოპრაიას მდინარეში.


ქალაქის ჩრდილოეთ რაიონებში წყლის დონე ურყევად მცირდება. ამავე დროს, წყლის დონე იზრდება ჩაოპრაიას მდინარის მარჯვენა სანაპიროზე განლაგებულ ბანგკოკის დასავლეთ რაიონებში, რომლებშიც წყალდიდობამ შეაღწია. საქმე ისაა, რომ მანდ წყალი კვლავ ჩაედინება ჩრდილოეთ განაპირა მხარეებისა და გარეუბნებიდან: ქალაქის დასავლეთის რაიონები ბარში მდებარეობს.


ივლისიდან წყალდიდობისაგან, რომელიც შეეხო ქვეყნის ტერიტორიას ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე, ტაილანდის 77 პროვინციიდან 26 დაშავდა. წყალდიდობის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 500 ადამიანს გადააჭარბა. მთავრობის მიერ წინასწარი შეფასებებით, ტაილანდის ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი 10 მლრდ დოლარს, ხოლო დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ შეფასების მიხედვით - 16 მლრდ დოლარს უდრის.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3900.html
Posted by Drakula | 14 Nov 2011, 21:34 | News »
 

"საზოგადოება: ტაილანდის ათასობით მოქალაქე წყალდიდობის გამო თვითმკვლელობის ზღვარზე იმყოფება" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 02 May 2024
  • English Georgian