aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: იტალიის ევროზონიდან გამოსვლა სულ უფრო რეალურია - ნურიელ რუბინი Business & Economics  Business & Economics 
იტალია იძულებული იქნება, საბაზრო ძალების უმძლავრესი ზეწოლის ქვეშ ევროზონა დატოვოს, თუ ევროპის ცენტრალური ბანკი (ეცბ) თავის ამჟამინდელ პოლიტიკას არ შეცვლის და არ გასცემს რომის შეუზღუდავი ფინანსური მხარდაჭერის გარანტიებს. ასეთი განცხადებით გამოვიდა გუშინ, 11 ნოემბერს, ლონდონის გაზეთ „Financial Times-ის მიერ გამოაქვეყნებულ საავტორო სტატიაში ცნობილი ანალიტიკოსი ნურიელ რუბინი.



„თავისი ამჟამინდელი რთული ფინანსური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრელად იტალია უნდა გამოვიდეს ევროს ზონიდან და თავის ეროვნულ ვალუტას დაუბრუნდეს, - აღნიშნა მან. - თუმცა ეს ევროზონის დაშლას გამოიწვევს.


რუბინის თქმით, ახლა ევროკავშირსა და ევროზონას არა აქვთ მექანიზმები და ინსტრუმენტები, რომელთაც იტალიისა და ესპანეთის ფინანსური მდგომარეობის სტაბილიზაცია შეუძლია. ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) ასევე არ ფლობს აღნიშნული ამოცანის შესასრულებლად აუცილებელ რესურსებს.


შედეგად ანალიტიკოსი იტალიის ამჟამინდელი ფინანსურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის მხოლოდ ერთ გზას - ევროზონიდან მის გამოსვლას ხედავს.


„ევროზონას შეუძლია გადაიტანოს ისეთი მცირე ქვეყნების წასვლა, როგორებიცაა საბერძნეთი ან პორტუგალია. თუმცა თუ ამგვარ ნაბიჯს იტალია და ესპანეთი გადადგამენ, არსობრივად ეს ევროკავშირის სავალუტო კავშირის დაშლა გახდება“, - ხაზს უსვამს რუბინი. „სამწუხაროდ, ეს სულ უფრო რეალური სცენარი ხდება“, - აღნიშნავს იგი.


ერთადერთი ზომის სახით, რომელსაც ჯერ კიდევ შეუძლია ევროზონის დაშლის თავიდან არიდება, რუბინი ეცბ-ის ბოლო ინსტანციის კრედიტორად გარდაქმნას ასახელებს. მხოლოდ მაშინ, როცა ბაზრები დაინახავენ, რომ ეცბ მზად არის, იტალიას იმდენი ფული მისცეს, რამდენიც მას დასჭირდება, სიტუაცია ნორმალიზდება. თუმცა ამგვარი საკრედიტო პოლიტიკა ევროზონის საწესდებო შეთანხმებებით აკრძალულია, გერმანია კი, ძალზედ საეჭვოა, ევროს გაუფასურებას დათანხმდეს, მიაჩნია ანალიტიკოსს.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3880.html
Posted by Drakula | 12 Nov 2011, 19:42 | News »
 

"ეკონომიკა: იტალიის ევროზონიდან გამოსვლა სულ უფრო რეალურია - ნურიელ რუბინი" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 03 May 2024
  • English Georgian