aspurcela.ge
უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: მერკელი: „ევროპას კრიზისის დასაძლევად მრავალი წელი დასჭირდება“ Business & Economics  Business & Economics 
ევროპას სავალო კრიზისის დასაძლევად მრავალი წელი დასჭირდება, განაცხადა შაბათს, 5 ნოემბერს, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. მისი თქმით, ვალები ათწლეულების განმავლობაში გროვდებოდა, ამიტომ კრიზიის დაძლევაც ერთი ხელის მოქნევით ვერ მოხერხდება. „მხოლოდ სადღაც ათ წელიწადში სიტუაცია არსებითად უკეთესობისკენ შეიცვლება“, - განაცხადა გერმანიის მთავრობის უფროსმა თავის ყოველკვირეულ ვიდეოგზავნილში.



საუბარია „რთულ გზაზე“ და „მსხვილმასშტაბურ ამოცანებზე, რომლის გადაჭრაც ქვეყანას ახალგაზრდა თაობის გულისთვის მოუწევს“, აციტირებს მერკელის სიტყვებს Deutsche Welle. კანცლერის თქმით, ფედერალური მთავრობა გერმანიაში ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად ყველაფერ შესაძლებელს აკეთებს. თუმცა, პერსპექტივაში გფრ-იც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, თუ ევროპის საქმეები ცუდად წავა, თქვა მერკელმა.


მთელი გასული კვირის განმავლობაში პარიზი და ბერლინი ძირითადად იმით იყვნენ დაკავებულები, რომ სანერძნეთის ეკონომიკის კრიზისის შედეგებში ერკვეოდნენ. თუ ათენი დეფოლტს გამოაცხადებს, ეს, სავარაუდოდ, იტალიისა და ესპანეთის სავალო ვალდებულებების მფლობელებს შორის უნდობლობის კრიზისს გამოიწვევს, რის არდაშვებასაც როგორც საფრანგეთი, ისე გერმანია შეეცდებიან.


ამჟამინდელი სიტუაციის შეფასებისას კანცლერმა აღნიშნა, რომ პესიმიზისისთვის მიზეზები არ არის. თუმცა, ევროკავშირის ყველა ქვეყანა უნდა დაიძაბოს და „საკუთარი საშინაო დავალება შეასრულოს“ იმისათვის, რომ კვლავ „დაამყაროს წესრიგი ევროპაში“.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3840.html
Posted by Drakula | 07 Nov 2011, 21:18 | News »
 

"ეკონომიკა: მერკელი: „ევროპას კრიზისის დასაძლევად მრავალი წელი დასჭირდება“" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register


											ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 03 May 2024
  • English Georgian