aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 გარემო: მიწისძვრა თურქეთში: 200-ზე მეტი დაღუპული და 1000 დაშავებული World News  World News 
თურქეთის პროვინცია ვანში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 271 ადამიანს გადააჭარბა, 1000-ზე მეტი ადამიანი დაშავებულია, გადმოსცემს სააგენტო „რეიტერი“ ქვეყნის შიდა საქმეთა მინისტრზე იდრის ნაიმ სახინზე დაყრდნობით.



117 დაღუპულის შესახებ ინფორმაცია თურქეთის ქალაქ ერდჟიშიდან შემოვიდა, კიდევ 100 ადამიანი ქალაქ ვანში დაიღუპა. მინისტრის მონაცემებით, სხვადასხვა ჭრილობები, სულ ცოტა, 1090 ადამიანმა მიიღო.


თურქეთის ხელისუფლებები ელიან, რომ მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ვანის პროვინციაში სხვა დაშავებული დასახლებული პუნქტებიდან ინფორმაციის მიღებასთან ერთად გაიზრდება.


წინასწარი შეფასებებით, დანგრეული შენობების ნანგრევებში ასობით ადამიანია მოყოლილი.


7.2 მაგნიტუდის მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კვირას, 23 ოქტომბერს, 14:41 საათზე მოხდა. დანგრეულ პროვინციაში ორშაბათს ღამით მოხდა კიდევ ერთ მიწისძვრა, რომლის მაგნიტუდა ამჯერად 6.1 გახლდათ.


ადგილობრივი სეისმოლოგები პროგნოზირებენ, რომ თურქეთში ბოლო წლების უმსხვილესი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა 500-დან 1000-მდე ადამიანი შეადგინოს.


1976 წელს ვანის პროვინციაში ანალოგიური სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მაშინ 3840 ადამიანი დაიღუპა.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3719.html
Posted by Drakula | 24 Oct 2011, 21:08 | News »
 

"გარემო: მიწისძვრა თურქეთში: 200-ზე მეტი დაღუპული და 1000 დაშავებული" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 April 2024
  • English Georgian