aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: 2012 წელს საქართველოს სახელმწიფო ვალი 40.6%-დან 39.7%-მდე შემცირდება Business & Economics  Business & Economics 
2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-ს, ხოლო მშპ-ის დეფლატორის მაჩვენებელი - 7.0%-ს შეადგენს. ამ პარამეტრებიდან გამომდინარე, მშპ-ის ნომინალური მაჩვენებლის პროგნოზი 26 494.4 მლნ ლარი იქნება, რაც 3 021.1 მლნ ლარით მეტია, ვიდრე შარშან. მაკროეკონომიკური სტაბილურობის - მთავრობის ძირითადი პრიორიტეტის - უზრუნველყოფის მიზნით გაგრძელდება საბიუჯეტო დეფიციტისა და სახელმწიფო ვალის შემცირების ტენდენცია.



სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-ის მიმართ 3.7%-დან 3.6%-მდე შემცირდება, ხოლო სახელმწიფო ვალი - 40.6%-დან 39.7%-მდე.


კონსოლიდირებული ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 6 405.0 მლნ ლარს შეადგენს, რაც მშპ-ის 24.3%-ს შეადგენს, რაც გასული წლის გეგმიურ მაჩვენებელზე 475.0 მლნ ლარით მეტია.


2012 წლის კონდოლიდირებული ბიუჯეტის საპროგნოზო საგადასახადო მაჩვენებლის გამოთვლისას ყურადღების ქვეშ აღებულ იქნა არსებული ტენდენციები 2012 წლისთვის, ეკონომიკური განვითარების საპროგნოზო მაჩვენებელი (5.5%), ფასები (მშპ-ის დეფლატორის ცვლილება 7.0%), საგადასახადო პოლიტიკა, ადმინისტრირების დონის გაუმჯობესება და სხვა ფაქტორები.


როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ჩანაწერშია ნათქვამი, ეკონომიკური თავისუფლების აქტით დადგენილი მაჩვენებლის მისაღწევად 2014 წლისთვის, მთავრობა სახელმწიფო ხარჯების შემცირების პოლიტიკას აგრძელებს. პროექტის თანახმად, 2011 წელს მშპ-ს მიმართ ხარჯები 33.3%-დან 31.1%-მდე შემცირდა. კონსოლიდირებული ბიუჯეტის ხარჯები მშპ-ის 22.7%-ს შეადგენს, არაფინანსური აქტივების ზრდა - 5.8%-ს, ფინანსური აქტივების ზრდა - 1.6%-ს, ხოლო ვალდებულებების შემცირება - 1.0%-ს.


კონსოლიდირებულ ბიუჯეტში გადახდების სრული მოცულობის ნომინალურმა გამოხატულებამ 8 263.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 453.3 მლნ ლარით მეტია.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3597.html
Posted by Drakula | 07 Oct 2011, 19:23 | News »
 

"ეკონომიკა: 2012 წელს საქართველოს სახელმწიფო ვალი 40.6%-დან 39.7%-მდე შემცირდება" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 15 May 2024
  • English Georgian