პოლიტიკა: კუკავა: „სარკოზი ქართველი ხალხის პროტესტზე თვალებს არ დახუჭავს“ | ![]() | Georgian News | |
![]() მისი თქმით, ბუშისა და ბაიდენის ვიზიტებისაგან განსხვავებით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც საქართველოში ნამდვილად დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოდის. მისი ვიზიტი უნიკალური შანსია, რომელიც ოპოზიციამ და საზოგადოებამ ადეკვატურად უნდა გამოიყენონ. „თუ ლიბიის კადაფი მსოფლიო საზოგადოების მხრიდან სანქციების საგანი გახდა, საქართველოს კადაფი არ შეიძლება იყოს სხვა ურთიერთობის საგანი. საფრანგეთი მსოფლიო დემოკრატიის ბურჯია, რომელიც სხვა ზოგიერთი სახელმწიფოსაგან განსხვავებით ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას არ ატარებს და დარწმუნებული ვარ, თუ ქართველი ხალხი ფრანგ ხელისუფლებებს თავის მკაფიო და ნათლად გამოხატულ მიზანს უჩვენებს, ფრანგი ხელისუფლებები სათანადო რეაგირებას მოახდენენ“, - განაცხადა კუკავამ და დაამატა, რომ პრეზიდენტი სარკოზი ნამდვილად არ არის ის ადამიანი, რომელიც ქართველი ხალხის პროტესტზე თვალებს დახუჭავს, ე. წ. მეგობრული ქვეყნების სხვა ლიდერებისაგან განსხვავებით. კუკავას თქმით, რამდენადაც ეს სამოქალაქო საზოგადოების პროტესტია, პარტია საორგანიზაციო საკითხებში არ ჩაერევა, მაგრამ პარტიის წარმომადგენლები ამ კრებაზე აუცილებლად მოვლენ. შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტის ჩამოსვლასა და თავისუფლების მოედანზე მის გამოსვლასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოება გეგმავს აქციის ჩატარებას მოწოდებით „გავხადოთ 7 ოქტომბერი საყოველთაო პროტესტის დღედ!“. აქციის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ Facebook-ის საშუალებით ვრცელდება. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3568.html
| |||
Posted by Drakula | 05 Oct 2011, 18:47 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.