aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: პუტინი ახალი სსრკ-სთვის ახალ ფასეულობებს ეძებს World News  World News 
თავის საგაზეთო სტატიაში რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სსრკ-ს ყოფილი რესპუბლიკების თავმოყრა „ევრაზიის კავშირში“ სურს, იტყობინება Reuters. სტატიაში მოცემულია პუტინის პირველი საგარეო პოლიტიკური ინიციატივა მიმდინარე პერიოდში, როდესაც იგი საპრეზიდენტო თანამდებობაზე დაბრუნებისთვის ემზადება, აღნიშნავს კორესპონდენტი გლებ ბრიანსკი.



როგორც პუტინი წერს, ახალი კავშირი საბაჟო კავშირის საფუძველზე შეიქმნება, რომლის ფარგლებშიც მომავალი წლიდან გაუქმდება ყველა დაბრკოლება ვაჭრობისთვის, კაპიტალებისა და სამუშაო ძალის გადაადგილებისთვის რუსეთს, ბელარუსსა და ყაზახეთს შორის.


პუტინის ინიციატივა იმ მომენტში გაჩნდა, როდესაც რუსეთი მსო-ში შესვლის თაობაზე მოლაპარაკებების ფინალს უახლოვდება. სტატიაში პუტინი არ მალავს თავის სკეპტიკურ დამოკიდებულებას ამ ორგანიზაციის მიმართ, მიაჩნია ავტორს. „პუტინის ახალი ინიციატივის ახსნა მსო-ს წევრებისთვის გახდება საჭირო“, - ამატებს იგი.


პუტინის თქმით, ევრაზიის კავშირი სსრკ-ს მსგავსი არ იქნება. „მიამიტურია იმის რესტავრირების ან კოპირების მცდელობა, რაც უკვე წარსულში დარჩა, მაგრამ მჭიდრო ინტეგრაცია ახალ ფასეულობით, პოლიტიკურ, ეკონომიკურ საფუძველზე - ეს დროის ბრძანებაა“, - წერს პრემიერი სტატიაში. პუტინი ახალ კავშირს ფიქრობს, როგორც ზედანაციონალურ წარმონაქმნს, რომელიც წევრი სახელმწიფოების ეკონომიკური და სავალუტო პოლიტიკის კოორდინაციას განახორციელებს.


გამოცემის აზრით, პუტინმა დაჩრდილულად გააკრიტიკა უკრაინა, რომელმაც უარი თქვა საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზე, რის მიზეზადაც ევროპული ინტეგრაციისადმი თავისი მისწრაფება დაასახელა. პრემიერმა განაცხადა, რომ საბაჟო კავშირი, ხოლო მომავალში - ევრაზიის კავშირი ევროკავშირთან განახორციელებს მოლაპარაკებებს საერთო ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ, რაც ევროპაში უფრო სწრაფად ინტეგრირების საშუალების მომცემი იქნება, ამასთან, ბევრად უფრო ძლიერ პოზიციებზე.


რეგიონალურ ინტეგრაციას პუტინმა გლობალური კრიზისიდან გამოსვლა უწოდა.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3545.html
Posted by Drakula | 04 Oct 2011, 20:35 | News »
 

"პოლიტიკა: პუტინი ახალი სსრკ-სთვის ახალ ფასეულობებს ეძებს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 02 June 2024
  • English Georgian