aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: გერმანიის ელჩი: რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავალი მესამე ზედმეტია Georgian News  Georgian News 
რუსეთი და საქართველო 2008 წლის ომით შეწყვეტილი ურთიერთობების აღსადგენად „მესამე მხარის ჩარევას არ საჭიროებენ“, განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენიგმა, იუწყება “GHN“. როდესაც იგი კომენტარს აკეთებდა რიგი პოლიტიკოსების მოსაზრებაზე, რომელიც ბერლინის შუამავლად გახდომის უნარს ითვალისწინებს, მან განაცხადა, რომ საჭიროა, რომ რუსეთმაც და საქართველომაც „დიალოგისადმი პოლიტიკური ნება-სურვილი“ გამოავლინონ.



„სამწუხაროდ, ამჟამად რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობები ძალიან პერსონიფიცირებულია“, - უთხრა დიპლომატმა არხ „ПИК“-ს.


ამავე დროს, ორთვინ ჰენიგის თქმით, თუ რუსეთი და საქართველო შესარიგებლად შუამავლობას მოისურვებენ, ამის გაკეთება ევროკავშირს შეუძლია. „მაგრამ ეს ჰიპოთეტიკური საკითხია“, - ხაზი გაუსვა მან, გადმოსცემს გაზეთი „ვზგლიადი“.


ელჩმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და გერმანიას „საპარტნიორო ურთიერთობები“ აქვთ, რომლებიც „ევროპაში სტაბილურობისა და მშვიდობის გამყარებას“ ემსახურება. „საქართველოსთან ჩვენ არა იმდენად პოლიტიკური და რაციონალური ურთიერთობები გვაქვს, ისინი ემოციურ სფეროზე ბაზირდება“, - აღნიშნა მან.


ორთვინ ჰენიგის თქმით, საქართველო შეიძლება გახდეს ნატოს წევრი, როდესაც ეს ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს. „რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაცია ხელს შეუწყობდა ამას“, - თქვა ელჩმა.


ამასთან, ორთვინ ჰენიგმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთში ნატოს ოპერაციაში წვლილისთვის, სადაც თითქმის 1000 ქართველი ჯარისკაცი მსახურობს და ეს რიცხვი მალე გაიზრდება.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3543.html
Posted by Drakula | 04 Oct 2011, 20:34 | News »
 

"პოლიტიკა: გერმანიის ელჩი: რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავალი მესამე ზედმეტია" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 02 June 2024
  • English Georgian