aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: ონიშენკო: რუსეთი „ბორჯომისა“ და ქართული ღვინის გარეშე გაძლებს Georgian News  Georgian News 
ქართულმა ბიზნესმა რუსეთში მინერალური წყლისა და ღვინის მიწოდებების აღდგენის სურვილი რეალური საქმეებით უნდა დაადასტუროს, მიაჩნია „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელს, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სანიტარულ ექიმს გენადი ონიშენკოს. მისი თქმით, „ქართული ბიზნესი მიწოდებების აღდგენის მზადყოფნაზე აცხადებს, მაგრამ ჯერ ვერ წყვეტს რუსეთის ფედერაციის ბაზარზე დაშვებისათვის აუცილებელი ტექნიკური პროცედურების გავლას“.



„ჩვენთან მოლაპარაკებების წარმოებას უკვე სამი კომპანია ცდილობს, რომლებიც საკუთარ თავს ნომინირებენ როგორც ექსკლუზიური მიმწოდებლები. ორს უკვე შევხვდით, შევახსენეთ პირობები, რომელთა მიხედვითაც შეიძლება დასრულდეს ყველა პროცედურა (რუსეთის ფედერაციის ბაზარზე დასაბრუნებლად)“, - თქვა ონიშკენკომ ქართული მინერალური წყლის მიწოდებების თაობაზე კონსულტაციებზე. „მაგრამ ტექნიკური დოკუმენტაციის მიწოდების თვალსაზრისით საპასუხო ნაბიჯებს ჯერ ვერ ვხედავთ“, - განაცხადა მან.


ონიშენკომ აღნიშნა, რომ ასეთივე სიტუაცია ქართული ღვინის მიწოდებების აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით იქმნება - ქართული ბიზნესის წარმომადგენლები განცხადებების იქით არ მიდიან.


„სასურველია, შეწყდეს მიმციობანას თამაშობანი. თუ უნდათ, მოვიდნენ ჩვენ ბაზარზე. მაგრამ საჭიროა გაგება იმისა, რომ პირობები ძალიან მკაცრი იქნება“, - თქვა „როსპოტრებნადზორის“ უფროსმა. მან თქვა, რომ ქართული ბიზნესის წარმომადგენლები უნდა ხვდებოდნენ, რომ „ბორჯომისა“ და ქართული ღვინის გარეშე რუსეთი გაძლებს.


„განსაკუთრებული საჭიროება და დეფიციტი არ არის“, - განაცხადა მან.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3485.html
Posted by Drakula | 19 Sep 2011, 19:49 | News »
 

"ეკონომიკა: ონიშენკო: რუსეთი „ბორჯომისა“ და ქართული ღვინის გარეშე გაძლებს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 18 May 2024
  • English Georgian