aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: სააკაშვილი: ძალიან მიყვარს ბალერინები, მაგრამ სამხედრო პირები ქართული საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლებია Georgian News  Georgian News 
ქართველი სამხედროები ქართული საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები არიან და არავის უნდა ეწყინოს ეს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორში ახალი სამხედრო აკადემიის გახსნის ცერემონიაზე, იუწყება “GHN“.



„რამდენიმე წლის წინ ვთქვი, რომ ქართველი სამხედრო პირები ჩვენი საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები არიან და ინგლისის ყოფილმა ელჩმა მაკლარერმა აღშფოთებულმა წერილი გამომიგზავნა სიტყვებით: რატომ ამბობთ, რომ სამხედროები ქართული საზოგადოების საუკეთესო ნაწილია? მაგალითისთვის, ბალერინები თქვენი საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები არ არიან? მე ძალიან მიყვარს ბალერინები, ძალიან მიყვარს ქართველი მოცეკვავეები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ - ქართველი სამხედროები ქართული საზოგადოების საუკეთესო ნაწილია. იმიტომ რომ ქართველი სამხედროები ქართული საზოგადოების ის ნაწილია, რომელთაგან ათასიბით პირმა იმსხვერპლა საკუთარი თავი სამშობლოს გულისთვის და რომლებიც მზად არიან, თავი იმსხვერპლონ. ხოლო ყველაზე ლამაზები და მშვენიერები ბალერინები არიან“, - თქვა პრეზიდენტმა.


მან აღნიშნა, რომ მრავალი პოლიტიკოსი, ასევე სხვა ნებისმიერი პროფესიონალი ქებას იმსახურებს, მაგრამ ვერავინ აღწევს ასეთ დონეს.


„ჩვენც უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ საქართველოს ჯარისკაცები ვიყოთ და საკუთარი თავი საქართველოს გულისთვის ვიმსხვერპლოთ“, - ხაზი გაუსვა სააკაშვილმა.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3477.html
Posted by Drakula | 16 Sep 2011, 20:52 | News »
 

"პოლიტიკა: სააკაშვილი: ძალიან მიყვარს ბალერინები, მაგრამ სამხედრო პირები ქართული საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლებია" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 18 May 2024
  • English Georgian