aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: გუბაზ სანიკიძე: საქართველო დგას რელსებზე, რომლებსაც დამღუპველ სინგაპურამდე მივყავართ Georgian News  Georgian News 
„ქართული მარში“, რომელიც თბილისში 27 სექტემბერს გაიმართება, მთელ ელექტორატზეა გათვლილი და მისი კარი ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის არის ღია, რადგანაც მარშის საშუალებით „სახალხო ფორუმი“ ძალის დემონსტრაციას არ აპირებს, იუწყება “GHN“. ამის შესახებ „პრაიმ-ტაიმის“ პრეს-კლუბში გამართულ პრეს-კონფერენციაზე „ფორუმის“ ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ თქვა.



მან აღნიშნა, რომ მარშის ჩატარება განპირობებულია ქვეყანაში შექმნილი სიტუაციით.


„სააკაშვილის მიერ ჩატარებული შიდა ან საგარეო პოლიტიკის, ამერიკანიზაციისა და ქონებრივი საკითხების შედეგად ქვეყანა უფსკრულისკენ მიემართება. დავიწყოთ იქიდან, რომ გარდა თურქეთისა, ჩვენ არც ერთ ქვეყანასთან არა გვაქვს დაზუსტებული საზღვრები. ქართველებმა ქვეყნის ზუსტი ფართობი არ იციან, ყველაფერი ეს კი ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ ამჟამინდელ ხელისუფლებებს, მათთვის უფრო პრიორიტეტულია ინგლისური ენის დე-ფაქტო ენად გამოცხადება. სააკაშვილის განკარგულების გარეშე მუშაობას ვერ დაიწყებ, თუ არ იცი ინგლისური ენა, ხომ არ გიჩნდებათ შეგრძნება, რომ ჩვენ მეორე სახელმწიფო ენა გაქვთ“, - თქვა სანიკიძემ.


მისი შეფასებით, ხელისუფლებები არაქართული მოსახლეობის ქართული ენის სწავლებისთვის არანაირ ნაბიჯებს არ დგამენ.
„ვფიქრობ, რომ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობს და ენას არ ფლობს - დებილია“, - აღნიშნა „ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.


„დღესდღეობით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები გაუგებარ ბიზნეს-ორგანიზაციებს ქმნიან, უბრალო მოქალაქეებისათვის კი აკრძალულია საქმის დაწყება. ამგვარი ქმედებებით საქართველო დგას რელსებზე, რომლებსაც ჩვენთვის დამღუპველ სინგაპურამდე მივყავართ“, - თქვა სანიკიძემ.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3475.html
Posted by Drakula | 16 Sep 2011, 20:49 | News »
 

"პოლიტიკა: გუბაზ სანიკიძე: საქართველო დგას რელსებზე, რომლებსაც დამღუპველ სინგაპურამდე მივყავართ" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 18 May 2024
  • English Georgian