aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: ქრისტიან-დემოკრატები: საპენსიო რეფორმა სოციალური სამართლიანობის პრინციპს ეწინააღმდეგება Georgian News  Georgian News 
ქრისტიან-დემოკრატების აზრით, ე. წ. საპენსიო რეფორმა სოციალური სამართლიანობის პრინციპს ეწინააღმდეგება. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე მაგდა ანიკაშვილმა განაცხადა, მათთვის მიუღებელია ის გარემოება, რომ რეფორმა არ შეეხო არც ერთ კატეგორიას, გარდა მოხუცი მოქალაქეებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა.



მისი თქმით, რეფორმის მიღმა დარჩნენ მე-2 ჯგუფის ინვალიდები, ობოლი ბავშვები, მარჩენალის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახების წევრები და სხვა კატეგორიებში შემავალი ადამიანები.


„მიუხედავად ინფლაციის მაღალი მაჩვენებლისა, წლების განმავლობაში მათი დიდი ნაწილი მხოლოდ 55 ლარს იღებს, მაშინ, როცა „საქსტატის“ მონაცემებით, აგვისტოში საარსებო მინიმუმმა 155 ლარი შეადგინა“, - აღნიშნა ანიკაშვილმა.


ქრისტიან-დემოკრატები მთავრობისაგან სოციალური სამართლიანობის პრინციპის დაცვასა და პენსიის საარსებო მინიმუმთან გათანაბრებას მოითხოვენ.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3474.html
Posted by Drakula | 16 Sep 2011, 20:49 | News »
 

"საზოგადოება: ქრისტიან-დემოკრატები: საპენსიო რეფორმა სოციალური სამართლიანობის პრინციპს ეწინააღმდეგება" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 18 May 2024
  • English Georgian