aspurcela.ge
უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: ნიუ-დელის ტერაქტის ორგანიზატორთა ვინაობა ცნობილი გახდა World News  World News 
ნიუ- დელის უმაღლეს სასამართლოს შენობის აფეთქებაზე, რომელიც  ოთხშაბათს, 7 სექტემბერს, დილით მომხდა პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ჰარკატულ ჯიხად ისლამმა" აიღო.



სააგენტოს ინფრომაციის თანახმად, ამ დროისათვის, წერილს, რომელიც დაჯგუფების წარმომადგენლებისგან მოვიდა, ინდოეთის ეროვნული გამოძიების ცენტრი იძიებს. აფეთქება და მაჰმადიანების აღიარება ინდოეთის პრემიერ-მინისტრის მანმოხანა სინგხას ბანგლადეშში ვიზიტს დაემთხვა, სადაც "ჰარკატულ ჯიხად ისლამის" დაგჯუფების წევრები მოქმედებენ.


ბანგლადეშის გარდა, დაჯგუფება, რომელსაც "ალ-ქაიდასთან" კავშირი აქვს, ინდოეთისა და პაკისტანის ტერიტორიაზე მოქმედებს. ივნისის დასაწყისში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ დაჯგუფების ლიდერი ილიას კაშმირი პაკისტანში, ამერიკელი მებრძოლების მიერ იქნა განადგურებული. BBC News წყაროების  მოწმობით, კაშმირი, ოსამ ბენ ლადენის განადგურების შემდეგ  "ალ-ქაიდას" ლიდერის პოსტზე ერთერთ კანდიდანტად იქნა დასახელებული.


ნიუ-დელის უმაღლეს სასამართლოსთან მომხდარი ტერაქტი დილით, საქმის მოსმენამდე მოხდა. The New York Times-ის ინფრომაციის თანახმად, აფეთქების დროს შენობის კარებთან ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. ბოლო ინფორმაციის თანახმად, აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 47 ადამიანმა კი მიიღო დაზიანება.


მომხდართან დაკავშირებით გარემოებების დადგენა მიმდინარეობს. ერთერთი ვერსიის თანახმად, ბომბა ჩემოდანში იყო დამალული.
Source - lenta.ru

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3367.html
Posted by consul | 07 Sep 2011, 19:58 | News »
 

"საზოგადოება: ნიუ-დელის ტერაქტის ორგანიზატორთა ვინაობა ცნობილი გახდა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register


											ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 03 May 2024
  • English Georgian