aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: იაპონია თავისი საგარეო პოლიტიკის საფუძვლად აშშ-სთან კავშირს მიიჩნევს World News  World News 
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალმა უფროსმა კოიტირო გემბამ განაცხადა, რომ აშშ-სთან კავშირი იაპონიის საგარეო პოლიტიკის საფუძველია. მან ასეთ პოზიციას ხაზი გაუსვა დღეს, 7 აგვისტოს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან სატელეფონო საუბრის დროს.



„იაპონურ-ამერიკული კავშირი იაპონიის საგარეო პოლიტიკის საფუძველია, - აღნიშნა გემბამ. - ეს კავშირი ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს მშვიდობისა და სტაბილურობისთვის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში“. როგორც იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, მოსაუბრეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ტოკიო და ვაშინგტონი „კვლავ ყველა ძალ-ღონეს იხმარენ 2010 წლის მაისში მიღწეული შეთანხმების შესრულებისთვის, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის ზღვის ქვეითი ჯარის კორპუსის ავიაბაზის გადაადგილების შესახებ კუნძულ ოკინავას ფარგლებში“.


გემბა და კლინტონი ასევე შეთანხმდნენ იმაზე, რომ ყველა ძალ-ღონეს იხმარენ იმისათვის, რომ მოგვიანებით ამ თვეში გაეროს გენერალური ასამბლეის „ველებზე“ ნიუ-იორკში შესაძლო ორმხრივი შეხვედრა ჩაატარონ. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეტყობინებით, იაპონიის საგარეო პოლიტიკური უწყების ახალი უფროსის საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ამერიკული მხარის თხოვნით იქნა ორგანიზებული და დაახლოებით 20 წუთი გრძელდებოდა.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3353.html
Posted by Drakula | 07 Sep 2011, 19:40 | News »
 

"პოლიტიკა: იაპონია თავისი საგარეო პოლიტიკის საფუძვლად აშშ-სთან კავშირს მიიჩნევს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 May 2024
  • English Georgian