aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა


Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: WPR: საქართველოს მთავრობის ტენდენცია - ყველაფერში რუსეთი დაადანაშაულოს - ხშირად Georgian News  Georgian News 
"თბილისში ამერიკის საელჩოს წინააღმდეგ განხორციელებულ ტერაქტში რუსეთის მონაწილეობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს საერთაშორისო პოლიტიკაში დიდი დიპლომატიური ტალღა მოჰყვა.ის მოსკოვთან „გადატვირთვის" ნალოლიავებ პოლიტიკას საფრთხეს უქმნის. აღნიშნული ინციდენტი ხაზს უსვამს კავკასიაში არსებულ არასტაბლურობას, თუმცა, ამავდროულად, ის რეგიონში რუსეთის ხანგრძლივი მოღვაწეობის ხელწერას ადასტურებს", - წერს გამოცემა World Politics Review.




სტატიის ავტორის, მაიკლ ჩეჩირეს აზრით, აფეთქებების ზუსტ გარემობებთან დაკავშირებით ეჭვები კვლავ ჩნდება, მით უფრო მაშინ, როდესაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკის სპეცსამსახურების რეპუტაცია სერიოზულად შეილახა.

 

"უფრო მნიშვნელოვანი კითხვა ის არის, თუ რაში სჭირდება ეს რუსეთს? რას მიიღებენ ისინი თბილისში საელჩოსთან ბომბის აფეთქებით?" კარგი კითხვაა. ერთი შეხედვით, ამერიკის საკუთრების წინააღმდეგ ტერაქტების მხარდაჭერაში სარგებელი ცოტაა, თუკი რუსული ინტერესებისთვის მხილების შედეგებს გავითვალისწინებთ.

 

გამოცემის შეფასებით, ამერიკის საელჩოზე თავდასხმა, როგორც ჩანს, ამერიკელებზე მეტად, საქართველოს მთავრობისთვის განკუთვნილი გზავნილი იყო.

 

"აფეთქების სიახლოვე საელჩოსთან ადასტურებს იმას, რომ ბომბები ამერიკელებისთვის მხოლოდ მინიშნება იყო და იმის ხაზგასმის მცდელობა, რომ საქართველო ამერიკის ოფიციალური პირებისთვის არასტაბილური ქვეყანაა. აფეთქების მიზანს ამერიკული საკუთრებისთვის ზიანის მიყენება არ წარმოადგენდა", - აღნიშნულია სტატიაში.

 

მასალის ავტორი წერს, რომ თუკი რეგიონში რუსეთის ისტორიას გავითვალისწინებთ, რეალურია შესაძლებლობა, რომ მოსკოვი საელჩოსთან მომხდარ ტერაქტში ჩართულია. თუმცა დასძენს, რომ "საქართველოს მთავრობის ტენდენცია - ყველაფერში რუსეთი დაადანაშაულოს - ხშირად მართლაც გადაჭარბებულია".

 

"ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ თბილისის ბრალდებები ყოველთვის უსაფუძვლოა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობა უცოდველია ან არ შეიძლება არასწორი ინფორმაცია ჰქონდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარვეზებისა და მისი დაძაბული სტილის მიუხედავად, თბილისის წუხილის გაგება ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებით, შესაძლებელია და რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის უკვე დადასტურებული მავნე საქმიანობის ფონზე, ისეთი სერიოზული ბრალდებების უგულებელყოფა, როგორიცაა ამერიკის საელჩოს შენობასთან მომხდარი აფეთქება, არ შეიძლება", - აღნიშნავს ჟურნალისტი.

Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3061.html
Posted by consul | 04 Aug 2011, 19:02 | News »
 

"პოლიტიკა: WPR: საქართველოს მთავრობის ტენდენცია - ყველაფერში რუსეთი დაადანაშაულოს - ხშირად" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 May 2024
  • English Georgian