aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეს საინტერესოა: ტერორიზმის თვალსაზრისით ყველაზე საშიში ქვეყნების რეიტინგში რუსეთი მე-14 ადგილზეა World News  World News 
რუსეთი ტერორიზმის თვალსაზრისით მსოფლიოს ყველაზე საშიში ქვეყნების ოცეულში მოხვდა. რეიტინგი ბრიტანულმა კონსალტინგურმა კომპანია Maplecroft-მა შეადგინა. იმ ქვეყნების სიას, რომლებშიც ანალიტიკოსები ტურისტებს არ ურჩევენ მგზავრობას, სათავეში უდგას სომალი, იტყობინება GHN.



როგორც Reuters გადმოსცემს, სულ სიაში წარმოდგენილია 198 ქვეყანა, ხოლო რუსეთს რეიტინგში მე-14 ადგილი უკავია.


შეფასება ტერორისტული თავდასხმების სიხშირისა და დონის, ასევე მათ მიერ გამოწვეული მსხვერპლების რაოდენობის მაჩვენებლებით წარმოებს, აღნიშნავს РБК. საერთო ჯამში, Maplecroft-ის მონაცემებით, 2010 წელს ტერორისტთა ქმედებების შედეგად 13 ათას 492 ადამიანი დაიღუპა. წლით ადრე ტერორისტებმა 14 ათას 478 ადამიანი მოკლეს.


რეიტინგში პირველი ადგილი ერგო სომალის რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებების უდიდესი რაოდენობის გამო, რომლებიც "ალ-ქაიდასთან" არის დაკავშირებული. შარშან სომალი ასევე პლანეტის ყველაზე ტერორისტულ სახელმწიფოდ იქნა აღიარებული. შარშანდელი "ლიდერები" ასევე შევიდნენ ყველაზე საშიში ქვეყნების რიცხვში - ესენია ავღანეთი, ერაყი და პაკისტანი. ტოპ-20-ში მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფოც - სამხრეთ სუდანი მოხვდა.


ტერორისტული საფრთხის უდიდესი ზრდა აჩვენეს იემენმა, ირანმა, უგანდამ, ლიბიამ, ეგვიპტემ და ნიგერიამ. არაბულ ქვეყნებში ასეთი დინამიკა რევოლუციურ გამოსვლებს უკავშირდება, ხოლო უგანდასა და ნიგერიაში აღნიშნულია სეპარატისტთა აქტივიზაცია.


ყველაზე საშიში ქვეყნების ოცეულში ასევე შევიდნენ პალესტინის ავტონომია, კონგოს რესპუბლიკა, ცენტრალურ-აფრიკული რესპუბლიკა, კოლუმბია, ალჟირი, ტაილანდი, ფილიპინები. რუსეთს ტერორისტული საფრთხის რეიტინგში უთმობენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა სუდანი, ირანი, ბურუნდი, ინდოეთი, ნიგერია და ისრაელი.


საფრთხის ყველაზე პატარა დონე მიენიჭა სკანდინავიურ ქვეყნებს (რეიტინგი ნორვეგიაში მომხდარ ტერაქტამდე შეადგინეს), აშშ-ს, კანადას, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას, გადმოსცემს NEWSru.com
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3057.html
Posted by Drakula | 04 Aug 2011, 15:29 | News »
 

"ეს საინტერესოა: ტერორიზმის თვალსაზრისით ყველაზე საშიში ქვეყნების რეიტინგში რუსეთი მე-14 ადგილზეა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 May 2024
  • English Georgian