aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 მეცნიერება-ტექნოლოგიები: მეცნიერები: დედამიწას ორი თანამგზავრი ჰქონდა - ერთი მათგანი მთვარესთან შეჯახებისშედეგად განადგურდა World News  World News 
მეცნიერთა აზრით, ადრე დედამიწას კიდევ ერთი თანამგზავრი ჰქონდა, მაგრამ მთვარეზე უფრო პატარა ზომის, იტყობინება GHN. ამის შესახებ ნათქვამია ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში. ახალი თეორიის თანახმად, ორივე თანამგზავრი ერთდროულად არსებობდა მილიონობით წლის განმავლობაში, სანამ უფრო პატარა არ დაეჯახა მთვარეს და არ განადგურდა, გადმოსცემს BBC.



მეცნიერთა გამოკვლევა, რომელიც კომპიუტერულ მოდელირებას ეფუძნება, ხსნის იმ განსხვავებათა მიზეზს, რომლებიც მთვარის ორი ზედაპირის აგებულებაში შეიმჩნევა. ეს განსხვავებები განპირობებული შეიძლებოდა ყოფილიყო მთვარესთან მეორე თანამგზავრის შეჯახების შედეგებით, მიაჩნიათ მარტინ ჯუტზისა და ერიკ ასპოგს კალიფორნიის უნივერსიტეტიდან ქალაქ სანტა-კრუზში.


მიუხედავად იმისა, რომ მთვარე თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს, იგი დედამიწისკენ ყოველთვის ერთი და იგივე მხარით არის მობრუნებული, ვინაიდან დედამიწის გარშემო და საკუთარი ღერძის გარშემო ბუნებრივი თანამგზავრის ბრუნვა სინქრონიზირებულია.


ასტრონომები დღემდე კამათობენ მთვარეზე ორი სრულიად სხვადასხვა ტიპის რელიეფის არსებობის მიზეზის შესახებ.


თუ ჩვენკენ მობრუნებული ნახევარი დაფარულია ძირითადად მთვარის ზღვებით - გაყინული ლავის გლუვი შრით შევსებული უზარმაზარი კრატერებით, მაშინ უკანა ნახევრის ზედაპირი მთიანი ადგილია.


მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ გაუნათებელი მხარის რელიეფი დედამიწის მეორე თანამგზავრის შეჯახების შედეგად იქნა ფორმირებული. ამ თანამგზავრის მასა უნდა ყოფილიყო მთვარის მასის 4%, ხოლო დიამეტრი - 1.2 ათასი კილომეტრი.


შეჯახების სიჩქარე კოსმოსური საზომებით დიდი არ ყოფილა - 7.2 ათასიდან 10.8 ათას კილომეტრამდე საათში. ამიტომ მთვარის ზედაპირზე დარჩა არა გინანტური კვალი კრატერის სახით, არამედ მეორე თანამგზავრის ქერქის ფრაგმენტებისაგან შემდგარი რამდენიმე ათეული კილომეტრის სისქის დამატებითი შრე. დარტყმის ძალა საკმარისი იყო იმისათვის, რომ გადაეადგილებინა მთვარის ზედაპირის ქვეშ არსებული ლავის ოკეანე დედამიწისკენ მიმართული ნახევრის მიმართულებით. ამიტომ მასში კონცენტრირებულ იქნა სასარგებლო წიაღისეულის ბუდობები.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3056.html
Posted by Drakula | 04 Aug 2011, 15:26 | News »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: მეცნიერები: დედამიწას ორი თანამგზავრი ჰქონდა - ერთი მათგანი მთვარესთან შეჯახებისშედეგად განადგურდა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 May 2024
  • English Georgian