aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 მეცნიერება-ტექნოლოგიები: მეცნიერებმა ადამიანების გენომებში დიდი ცვლილებები აღმოაჩინეს World News  World News 
მეცნიერებმა პირველად აღმოაჩინეს მსხვილმასშტაბური განსხვავებები ადამიანების გენომებში - თავიანთ ნაშრომში მკვლევარებმა ყურადღება გაამახვილეს არა წერტილოვან ვარიაციებზე (მუტაციებს), არამედ დიდ სტრუქტურულ ცვლილებებზე.

სპეციალისტთა ნაშრომი გამოქვეყნებულია ჟურნალ Nature Biotechnology-ში, ხოლო მის მოკლე მიმოხილვას გვთავაზობს Wired.


დნმ-ის თანამიმდევრულობის გაშიფვრის სტანდარტული მეთოდები შემდეგნაირად მუშაობს: გენომის გრძელი ფრაგმენტი უფრო პატარა ფრაგმენტებად იჭრება, შემდეგ კი ამ ფრაგმენტების შემადგენელი „ასოების“ თანამიმდევრულობა დგინდება. შემდეგ გაშიფრული ფრაგმენტებიდან მეცნიერები „აწყობენ“ საწყის თანამიმდევრობას - ცალკეული პატარა ნატეხები ერთმანეთს უერთდება. ასეთი მიდგომისას მარტივია მუტაციების აღმოჩენა სხვადასხვა ადამიანების გენომებში არსებულ ცალკეულ „ასოებში“, მაგრამ ძალიან რთულია უფრო მსხვილი განსხვავებების, მაგალითად, დნმ-ის გრძელი ფრაგმენტების გაორმაგების აღმოჩენა.


ახალი ნაშრომის ავტორებმა კონცენტრაცია სწორედ ასეთ მასშტაბურ ცვლილებებზე მოახდინეს. მათ შეიმუშავეს მიდგომა, რომელიც საშუალებას იძლევა, მცირე ფრაგმენტებისაგან აწყობილ იქნას მთლიანი გენომები პრაქტიკულად უცვლელი სახით, ანუ ყველა „ასოს“ თანამიმდევრობის სრული შენარჩუნებით, მათ შორის მცირე ფრაგმენტების „პირაპირის“ ადგილებშიც. მეცნიერებმა ერთმანეთს შეუდარეს 106 ადამიანის დნმ, რომელიც პროექტ „1000 გენომის“ ფარგლებში გაიშიფრა. მისი მიზანი იყო ადამიანთა დნმ-ბში ყველაზე ხშირად შემხვედრი ვარიაციების აღმოჩენა. ასეთი ვარიაციები ხშირად უკავშირდება ამა თუ იმ დაავადების განვითარებას.

ავტორებს ჯერ არ ჩაუტარებიათ გამოკვლევები ადამიანთა გენომებში მსხვილმასშტაბურ ვარიაციებსა და ამა თუ იმ დაავადებებს შორის შესაძლო კავშირის გამოვლენასთან დაკავშირებით. თუმცა ამჟამად მრავალი ექსპერტი ემხრობა იმას, რომ ამგვარი ვარიაციები შესაძლოა ე. წ. ფარულ მემკვიდრეობით ნიშნებს ატარებდეს.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3030.html
Posted by Drakula | 02 Aug 2011, 11:28 | News »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: მეცნიერებმა ადამიანების გენომებში დიდი ცვლილებები აღმოაჩინეს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 17 May 2024
  • English Georgian