aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეს საინტერესოა: პირველი ფილმი 4D ფორმატში - არომატული ეფექტებით - ეკრანებზე გამოვიდა World News  World News 
ლოს-ანჯელესში შედგა პრემიერა პირველი ფილმისა 4D ფორმატში „ჯაშუშთა შვილები“, რომელიც გახდა პირველი ფილმი არომატული სპეცეფექტებით, იუწყება “GHN“.



კინოფილმის ვარსკვლავურმა შემადგენლობამ - ჯესიკა ალბამ, ჯოელ მაკჰოლმა, ალექსა ვეგამ და ჯერემი პივენმა - მაყურებლებს ცნობილი სერიალის ფრანშიზის მეოთხე ნაწილი წარუდგინა.


რეჟისორ რობერტ როდრიგესის კინოფილმის ახალ სერიაში მთავარი პერსონაჟები - ბავშვები სუპერ-გმირები ხდებიან, რათა დაღუპვისაგან არა მხოლოდ მათი მშობლები, არამედ მთელი სამყარო გადაარჩინონ. როგორც იტყვიან, სიუჟეტი ახალი არ არის, მაგრამ ახალ 4D ფორმატში მთავარი გმირების წარმტაცმა თავგადასავლებმა პატარა მაყურებლების აღტაცება გამოიწვია. პრემიერას ბავშვების დიდი რაოდენობა ესწრებოდა, რაც, პრინციპში, ბუნებრივია.


საინტერესოა, რომ ეს 4D Aroma-Scopeფორმატში პირველი ფილმია, რომელიც ეკრანებზე გამოდის. Aroma-Scopeგახლავთ არომატული სპეცეფექტები, რომელთა შეგრძნებას ფილმის ყურების დროს შევძლებთ. ამასთან, ბილეთებთან ერთად მაყურებლებს გადაეცემათ სპეციალური არომასკოპები - ბარათები ციფრებით, რომლებიც არომატული ზეთებით არის დამუშავებული.


ყურების მომენტში, როდესაც ეკრანზე ესა თუ ის ციფრი ჩნდება, აუცილებელია არომასკოპზე დამცავი ფენის წაშლა და შესაძლებელია იმ სურნელის შეგრძნება, რომელსაც გმირები გრძნობენ.


მსახიობმა ჯესიკა ალბამ, რომელიც ორსულობის ბოლო თვეშია, ვერ გამოტოვა ასეთი მოვლენა და პრემიერაზე ქმართან და ქალიშვილთან ონორთან ერთად მოვიდა. მსახიობი სიხარულისაგან ბრწყინავდა და ფოტოკამერების წინაშე პოზიორობდა, გადმოსცემს Passion.ru.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3026.html
Posted by Drakula | 02 Aug 2011, 11:18 | News »
 

"ეს საინტერესოა: პირველი ფილმი 4D ფორმატში - არომატული ეფექტებით - ეკრანებზე გამოვიდა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

Article Rating
Average Score: 1
Votes: 5


Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 16 May 2024
  • English Georgian