aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 გარემო: ევროპის უმსხვილესი მოქმედი ვულკანი გააქტიურდა World News  World News 
სიცილიური ვულკანი ეტნა კვლავ აქტივიზირდა კვირას ღამით. ევროპის ამ უმსხვილესი მოქმედი ვულკანის კრატერიდან ისევ ამოდის 200-250 მეტრის სიმაღლის ცეცხლის ენები, ისმის მიწისქვეშა გუგუნი. როგორც ადგილობრივი ხელისუფლებები იტყობინებიან, წყდება საკითხი კატანიის აეროპორტის დახურვის შესახებ. მსხვერპლები და ნგრევები არაა.



როგორც გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის (გვი) ექსპერტები აღნიშნავენ, ეს მიმდინარე წლის დასაწყისიდან ერთი და იმავე კრატერიდან ეტნას აქტიურობის უკვე მეშვიდე ამოფრქვევაა. წინა შემთხვევები დარეგისტრირდა 12-13 იანვარს, 18 თებერვალს, 10 აპრილს, 12 მაისს, 9 და 19 ივლისს. ინტერვალის შემცირება სეისმური სიტუაციის მორიგ გამწვავებაზე მეტყველებს, ვარაუდობენ გვი-ს სპეციალისტები.


სხვადასხვა მონაცემებით, ეტნას დაახლოებით 400 გვერდითი კრატერი აქვს. ვულკანის დასახელება ფინიკიური წარმოშობისაა და ითარგმნება როგორც „ცეცხლის მთა“. ამ დღეებში სიცილიის ჩრდილოეთ ნაპირებზე ეოლიის არქიპელაგის კუნძულებზე უნიკალური IVსაერთაშორისო ფესტივალი „ცეცხლის თეატრი“ ტარდება. ქორეოგრაფიული სპექტაკლები, ბალაგნური შოუები, ილუზიონისტთა შეჯიბრები ენაცვლება ექსკურსიებს იტალიის სამხრეთის სამ „ცეცხლის მფექვეველ“ კუნძულებზე - სტრომბოლზე, ვულკანოზე და, საკუთრივ, სიცილიაზე. დღესასწაულის ფონს ვულკან ეტნას ცეცხლის ენები ასრულებს.


იტალიური მასმედია ტუროპერატორებზე მინიშნებით იტყობინება, რომ ეტნას ამოფრქვევა ტურისტულ პროგრამებში არსებით ცვლილებებს არ შეიტანს. ტურიზმის ორგანიზატირთა აზრით, სწორედ ამოფრქვევების წყალობით ვულკანი ეტნა სიცილიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა. ამოფრქვევის პერიოდში რეისები, როგორც წესი, კატანიის აეროპორტიდან პალერმოს აეროპორტში გადააქვთ, გადმოსცემს ИТАР-ТАСС.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3022.html
Posted by Drakula | 02 Aug 2011, 11:03 | News »
 

"გარემო: ევროპის უმსხვილესი მოქმედი ვულკანი გააქტიურდა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

Article Rating
Average Score: 1
Votes: 1


Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 16 May 2024
  • English Georgian