aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი


Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: ID ბარათის მიღების დროს ტერიტორიული შეზღუდვა მოიხსნა Georgian News  Georgian News 
ახალი თაობის პირადობის მოწმობის - ID ბარათის მიღების დროს მოიხსნა ტერიტორიული შეზღუდვა. რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად მოქალაქეებს ID ბარათის მიღება იუსტიცის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურებში შეეძლებათ.



იუსტიციის მინისტრის მოადგილის გიორგი ვაშაძის თქმით, ამ დრომდე ადამიანებს პირადობის მოწმობის გამოსაცვლელად, ან აღსადგენად რეგისტრაციის ადგილის მიხედვით უწევდათ გამოცხადება შესაბამის სამსახურებში, ახალი სერვისით კი მოქალაქე დაზოგავს დროსა და ხარჯებს. მნიშვნელოვანია ის, რომ ახალ ელექტრონულ პირადობის მოწმობაზე არ არის დატანილი მოქალაქის მისამართი. თუ ადამიანი საცხოვრებელ მისამართს შეიცვლის იგი აღარ იქნება ვალდებული გამოცვალოს ID ბარათი.


დაინტერესებულ პირს მისამართის გადამოწმობა შეეძლება იუსტიციის სახლის ვებ-გვერდზე: www.house.gov.ge უკვე მოქმედებს სპეციალური ველი, სადაც ადამიანმა უნდა მიუთითოს ბარათის სერიული ნომერი, რის შემდეგაც მოქალაქის მისამართი ეკრანზე მყისიერად გამოჩნდება. ID ბარათების გაცემა პირველ ეტაპზე, 1 აგვისტოდან დაიწყება თბილისსა და ბათუმში, ხოლო სექტემბრიდან ბარათების გაცემა მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდება.
ინფორმაციისთვის, ID ბარათი მარალტექნოლოგიური, გაყალბებისგან მაქსიმალურად დაცული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია. ამ საბუთით შესაძლებელია პიროვნების იდენტიფიკაცია დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით. გარდა ამისა, ID ბარათი ელექტრონული დოკუმენტების ციფრულად ხელმოწერის საშუალებას იძლევა და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ასეთ დოკუმენტებს იურიდიული ძალა აქვს.
ID ბარათის შემოღება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მომსახურების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებას და შესაბამისად სახელმწიფო თუ კერძო სექტორის სერვისების მომხმარებლების კმაყოფილების გაზრდას. ასევე გააუმჯობესებს ბიზნესის კეთების ეფექტურობას, ხელს შეუწყობს საქართველოში ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3007.html
Posted by consul | 29 Jul 2011, 19:57 | News »
 

"საზოგადოება: ID ბარათის მიღების დროს ტერიტორიული შეზღუდვა მოიხსნა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 May 2024
  • English Georgian