aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: საქართველო შეიძლება აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი მთავარი ენერგო-მომწოდებელი გახდეს Business & Economics  Business & Economics 
საქართველო შეიძლება აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი მთავარი ენერგო-მომწოდებელი გახდეს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გუშინდელ სამთავრობო სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრებს ავსტრიაში ვიზიტის შედეგები გააცნო.



პრემიერის თქმით, ავსტრიაში მან მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, სადაც დისკუსიის მთავარი თემა ენერგოუსაფრთხოების საკითხი იყო. მისივე განმარტებით, განიხილეს კორუფციასთან ბრძოლის თემაც.


როგორც გილაურიამ განაცხადა, გათვალისწინებულ უნდა იქნას, რომ საქართველო ენერგოდერეფნის ნაწილია, ამასთან ქვეყანას აქვს ენერგორესურსები, რომლებიც იაპონიაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ რეგიონში კიდევ უფრო აქტუალური გახდა. კერძოდ, პრემიერის თქმით, მრავალმა ქვეყანამ აეს-ის მშენებლობაზე უარი განაცხადა და ამ ფონზე საქართველოს ჰიდრორესურსებს კიდევ უფრო დიდი როლი ენიჭება.


„ამ ფორუმზე საქართველო, ფაქტოვრივად, ევროპის ენერგოუსაფრთხოების ფორმულის ნაწილად წარსდგა. ჩვენ კორუფციასთან ბრძოლის საკითხებიც განვიხილეთ. ამ თვალსაზრისით საქართველო ევროპის ლიდერად იქნა აღიარებული. შესაბამისად, სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებმა დიდი ინტერესი გამოხატეს. კერძო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა „სიმენსი“, ჩვენთან ჩატარებული რეფორმებით იყვნენ დაინტერესებულები, რათა მომავალში საქართველოში ინვესტიციები განახორციელონ“, - აღნიშნა გილაურმა.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2589.html
Posted by Drakula | 15 Jun 2011, 19:03 | News »
 

"ეკონომიკა: საქართველო შეიძლება აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი მთავარი ენერგო-მომწოდებელი გახდეს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 18 May 2024
  • English Georgian