aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 სასტუმრო ''Park Hyatt'' მშენებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება Business & Economics  Business & Economics 
       მიწის ნაკვეთი, რომელიც საქართველოში ერთ–ერთ უმსხვილეს კომპანიას, "Loyalestate"–ს ეკუთვნოდა და რომელზეც იგეგმებოდა საერთაშორისო სტანდარტების სასტუმროს "Park Hyatt"–ის მშენებლობა, გაყიდულია. რესტორან "არაგვის" ყოფილი ტერიტორია, რომელიც 2009 წელს, თიბისი ბანკის კუთვნილებაში გადავიდა, ახლა უძრავი ქონების მართვის ფონდის საკუთრებას წარმოადგენს.

     
       აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბრენდის სასტუმროს, "Park Hyatt"–ს, თბილისის ფილიალის მშენებლობა დღემდე არ დაწყებულა.



          კომპანია "Loyalestate"–ს შეექმნა ფინანსური პრობლემები. საინვესტიციო კომპანიამ მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 2007 წელს დაიწყო, თუმცა 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა იგი შეაჩერა. მშენებლობის დასრულება იგეგმებოდა 2010 წლისთვის, მაგრამ ამ დროისათვის მხოლოდ მიწის სამუშაოებია ჩატარებული. პროექტის საერთო ღირებულება მშენებლობის დასაწყისისათვის შეადგენდა 150 მილიონ დოლარს, ხოლო კრიზისს შემდეგ, ის ჯერ 100 , ხოლო შემდეგ 75 მილიონ დოლარამდე შემცირდა.


       "Loyalestate"–ის აღმასრულებელი დირექტორი უარყოფს მიწის ნაკვეთის გასხვისების ფაქტს. მინდია გადაევი აცხადებს, რომ "Loyalestate" ფლობდა 6 ჰექტარ მიწას, ხოლო სასტუმროს მშნებლობისათვის მხოლოდ 2 იყო საჭირო. როგორც აცხადებს გადაევი,  დარჩენილი 4 ჰექტარი აქციონერებმა თავიანთი შეხედულების შესაბამისად განკარგეს. მისივე სიტყვებით, სასტუმროს მშენებლობა აუცილებლად დასრულდება. მოლაპარაკებები ფინანსური დახმარების მოზიდვის შესახებ დღემდე მიმდინარეობს.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_217.html
Posted by nanikochanturidze | 10 Nov 2010, 18:40 | News »
 

No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 25 April 2024
  • English Georgian